პერესი: „გვსურს, რომ ანჩელოტის კონტრაქტი გავუხანგრძლივოთ“

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, ერთ-ერთ ესპანურ რადიოსთან ინტერვიუ ჩაწერა.


„ანჩელოტი მეტად გამოცდილი დამრიგებელია.ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ველოდებით საკლუბო მუნდიალის ფინალურ დაპირისპირებას.ვფიქრობ, დიდებული იქნება 2014 წლის ტიტულით დასრულება.“

„ჩვენი თავდაჯერებულობა არასოდეს სცდება ფარგლებს.ამ ეტაპისათვის, 21 მატჩი გვაქვს ზედიზედ მოგებული.თითოეული მოწინააღმდეგის სურვილია, რომ „რეალის“ წარმატებული სვლა შეაჩეროს.სათანადოთ ვართ მოტივირებულნი და ქომაგებიც კმაყოფილნი არიან.მწვრთვნელმა ერთ მუშტად შეკრა ფეხბურთელები.ვიმედოვნებ, ეს შესანიშნავი პერიოდი დიდხანს გაგრძელდება.“

„ჩაბისა და დი მარიას სიტუაციაში გავკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა.ანხელს სხვა გუნდში უნდოდა გადაბარგება და ეს გახდა წასვლის მიზეზი, ხოლო ჩაბის შემთხვევაში, ასაკმა იქონია გავლენა მის მომავალზე, რამეთუ „რეალში“ არც ისე ადვილია კარიერის დასრულება.ვფიქრობ, ბასკი, რაულის მსგავსად მოიქცა და ჩვენ ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს.გამომდინარე იქედან, რომ ხედირას არ სურს გახანგრძლივება, კროოსი მოვიყვანეთ.“

„როდესაც გონსალესი სტუმრობს „ვალდებებასს,“ ყოველთვის ვსაუბრობთ.რა თქმა უნდა, კლუბის კარი ღიაა იმ ფეხბურთელებისათვის, რომლებმაც გადამწყვეტი წვლილი შეიტანეს ჩვენს ისტორიაში.ის ახლა „კოსმოსის“ რიგებში ჩაწერეა და კარიერის დასრულების შემდეგ, აუცილებლად დავუკავშირდებით.დარწმუნებული ვარ, თვითონაც ფიქრობს მწვრთნელობაზე.“

„არასოდეს გვქონია პრობლემა რამოსის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.ისინი ამბობენ, რომ ის ჩემი ფავორიტი ფეხბურთელია და ჩემთვის, ბევრჯერ მოუწერია ხელი მაისურზე.“

„იკერთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა.დიეგო ლოპესი მისი ტრავმის გამო დაბრუნდა კლუბში.“

„გაზეთები უკვე წერენ ანჩელოტისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, მაგრამ ეს პროცესი, ან სეზონის დაწყებამდე ხდება, ან ბოლოს.ჩვენ აუცილებლად გადავხედავთ თანამშომლობის პაკეტს თამაშების დასრულების შემდეგ.სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მინდოდა კარლიტოს მოყვანა სამეფო კლუბში.დიდებულ სამუშაოს ერთად, იტალიელი ოჯახურ გარემოს ქმნის გასახდელში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“

„ყველა დამრიგებელს მუშაობის განსხვავებული სტილი აქვს.მოურინიო ხშირად მიგზავნის ხოლმე უცნაურ შეტყობინებებს.უკანასკნელი „მესიჯი,“ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ დაფიქსირდა.ის უკვე ლონდონში ცხოვრობს და შეხვედრის შესაძლებლობა მწირია, თუმცა თვალს ვადევნებ ჟოზეს საქმიანობას.ვფიქრობ, მასთან ერთად მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ ხარისხი.პორტუგალიელს ბევრ დიდ კლუბში უმუშავია და რა თქმა უნდა, ახალბედა არ არის.მისი სამწვრთნელო მოღვაწეობა კითხვებს არ ბადებს.“

„მიმდინარე ფორმაციის შემადგენლობა გაცილებით ახალგაზრდა ფეხბურთელებიტაა დაკომპლექტებული და რაც მთავარია, ორგანიზებულობით გამოირჩევიან, რაც ნამდვილად აკლდა „გალაქტიკოს“ ერას.“

„„ბორუსიას“ პრეზიდენტი ჩემი მეგობარია.„რეალი“ არ ფიქრობს როისის ტრანსფერზე.“

„ანჩელოტი და დელ ბოსკე საუკეთესონი არიან.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)