ხესე: „ახლა უფრო რთულია სასტარტოში მოხვედრა“

სამეფო კლუბის ახალგაზრდა ნახევარმცველმა, „ფიფას“ ოფიციალურ გვერდთან ჩაწერა ინტერვიუ.


„განვლილი თვეების განმავლობაში, ყველაზე მეტად სიმღერა მეხმარებოდა.ოპერაციის შემდეგ, მხოლოდ მუსიკის წერით ვიყავი დაკავებული, რამეთუ სხვა არაფერი შემეძლო.ახლაც, ვარჯიშებიდან თუ თამაშებიდან, პირდაპირ სახლში მივდივარ და საყვარელი საქმით ვკავდები.“

„„კორნელიასთან“ მატჩში მოედანზე გამოსვლამდე, ანჩელოტიმ მითხრა, რომ ის გამეკეთებინა, რაც ვიცოდი, რაც სიამოვნებას მანიჭებდა.“

„კარლიტომაც სწორედ ანალოგიური ტრავმა გადაიტანა ფეხბურთელობის ჟამს და მისი რჩევები ძალიან წამადგა.მწვრთნელის თხოვნა იყო, რომ არ მეჩქარა, რამეთუ კიდევ ბევრი წელი მაქვს ფეხბურთში გასატარებელი.“

„შესაძლებელია, ასეთი მძიმე პერიოდი უნდა გამევლო, რათა ბევრი რამ მესწავლა.ვფიქრობ, ტრავმის შემდეგ გაცილებით ჩამოყალიბებული ფეხბურთელი დავბრუნდი და რაც მთავარია, უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კვება, კუნთები, ვარჯიში და ა.შ.“

„ჩემი აზრით, ანჩელოტი აუცილებლად მომცემს მაროკოში თავის გამოჩენის საშუალებას.ჩვენ ეტაპობრივად ვპროგრესირებთ, რამეთუ არ გვინდა, რომ მოვლენები სხვაგავრად განვითარდეს.წინ საინტერესო თვეები მოდის.ყველას მოგვეცემა სათამაშო წუთები.“

„გუნდმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თამაში.მათ რამდენიმე სერიოზული რეკორდი დაამხეს.ვფიქრობ, რომ არა ასეთი ერთიანობა, შეუძლებელი იქნებოდა წარმატების მიღწევა.“

„რა თქმა უნდა, გასახდელში ყველა ამბიციურია და ჩვენ გვყავს მსოფლიო დონის ფეხბურთელები, თუმცა მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის წესით მოქმედებს ყველა, რაც უწინარეს ყოვლისა, გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს.ჩვენ ერთი ოჯახივით ვართ.ისინი არა მხოლოდ დიადი მოთამაშეები, არამედი შესანიშნავი ადამიანები არიან.“

„მინდა, რომ ანჩელოტის ადამიანურ თვისებებზე გავამახვილო ყურადღება.მას იდეალურად შეუძლია ჯგუფის მართვა, რაც მისი სამუშაოს ყველაზე რთული ნაწილია, განსაკუთრებით „რეალში,“ სადაც ამდენი ბრწყინვალე ფეხბურთელი იყრის თავს.კარლიტო პრობლემების გარეშე აკეთებს ყველაფერს.ის გაწონასწორებულობისა და სიმშვიდის განსახირებაა, თუმცა როდესაც გაბრაზებულია, უმჯობესია, რომ ახლოს არ გავეკაროთ.“

„სასტარტო შემადგენლობას „მისტერი“ ირჩევს, თუმცა ხამესის მოსვლისა და ისკოს დიდებული ფორმის ფონზე, ნამდვილად რთულია თერთმეტეულში ადგილის დამკვიდრება.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (175)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)