ლუის ფერნანდო:"მოუთმენლად ველით "რეალთან" შეხვედრას"

მადრიდის "რეალის" მომდევნო მეტოქის, "კრუზ აზულის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ფერნანდო ტენამ წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ "ბლანკოსთან" დაპირისპირებას მოუთმენლად ელის...


"სიმართლე გითხრათ, მღელვარება პიკს აღწევს, რადგან ჩვენი მეტოქე კარლო ანჩელოტის მადრიდის "რეალი" გახლავთ, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო გუნდს წარმოადგენს. მათ წინააღმდეგ თამაში ხშირად ვერ მოგვიწევს, ეს მომენტი კი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, რადგან უდიდესი გამოცდილების მიღება შეგვიძლია. ფეხბურთელებს მობილიზება დავავალე."

"მადრიდული გიგანტი "მაროკოში" თასის მოსაპოვებლად ჩამოვიდა, მაგრამ ჩვენ შეუპოვარ ბრძოლას გპირდებით. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, აქედან გამომდინარე ოპტიმიზმით სავსე ვარ."

"ზოგადად, ევროპული გუნდები ყოველთვის ცდილობენ მოწინააღმდეგეს ყველა გზა მოუჭრან, არ გაათამაშებინონ ბურთი ცენტრში და მაქსიმალურად იყვნენ დაცულნი ფლანგური გარღვევებისგან."

"საკლუბო მუნდიალი ნამდვილი ზეიმი გახლავთ. ვიმედოვნებ, მაქსიმალურად სანახაობრივს პაექრობებს ვიხილავთ, სადაც გამარჯვებული ღირსეული იქნება." dle 10.1

  • Hala
  • 15 დეკემბერი 2014
  • 1517
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (175)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)