ისკომ ყურადღება კვლავ მიიპყრო

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მანჩესტერ "სიტი" მადრიდის "რეალის" გამთამაშებლის, ისკო ალარკონის შეძენას გეგმავდა. გარკვეული პერიოდი ეს ჭორი დავიწყებას მიეცა, თუმცა ბრიტანელები კვლავ გააქტიურდნენ.


საქმე იმაშია, რომ "სიტის" ხელმძღვანელობას მარკო როისის გადაბირება სურდა, თუმცა გერმანელმა ფეხბურთელმა სამეფო კლუბი აირჩია. ამ ფაქტმა გაამყარა ის მოსაზრება, რომ ისკოს გუნდში სათამაშოდ საკმარისი დრო აღარ მიეცემა და მან კლუბი უნდა გამოიცვალოს.

მანჩესტერელთა უდიდესი სურვილია ახალგაზრდა ესპანელის გადაბირება. ისინი ისკოს მაქსიმალურ სათამაშო წუთებს ჰპირდებიან, რადგან "სიტის" თავკაცების აზრით, ალარკონი მათი გუნდის ლიდერად უნდა იქცეს. თავად ფეხბურთელს კი კომენტარის გაკეთება არ სურს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როდესაც ისკო "მალაგაში" ასპარეზობდა, მისი ძირითად შემადგენლობაში განმწესება მანუელ პელერინიმ გადაწყვიტა, რომელიც ამჟამად "სიტის" ხელმძღვანელობს. შეიძლება ითქვს, რომ ფრანცისკო სწორედ ჩილელი სპეციალისტის ხელში გამოიწვრთნა და პელეგრინიმ კარგად იცის ამ ფეხბურთელის შესაძლებლობები.

22 წლის ფეხბურთელმა გასაოცარი პროგრესი განიცადა. მან კარლო ანჩელოტის დი მარიასა და გარეთ ბეილს შორის არჩევანის გაკეთება აიძულა თავისი კარგი თამაშით. ყველას ეგონა, რომ გასულ ზაფხულს ისკო გუნდს დატოვებდა, თუმცა როგორც ხედავთ, მადრიდელები ესპანელი ნახევარმცველის ნაცვლად, არგენტინელ ვარსკვლავს გამოემშვიდობნენ.

"ბლანკოსის" 23-ე ნომერი აგრძელებს ფორმის გაუმჯობესებას ასვლას და იგი ფიზიკური კონდიციების პიკზე იმყოფება. მადრიდის "რეალი" მის გაყიდვას არ გეგმავს. არც თავად ფეხბურთელს სურს ესპანეთის დედაქალაქის დატოვება, თუმცა მანჩესტერ "სიტი" რეკორდული თანხის გადახდას აპირებს ახალგაზრდა გამთამაშებელში.

Goal.com dle 10.1

  • Junior
  • 14 დეკემბერი 2014
  • 2848
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)