რამონ მარტინესი: რამოდენიმე ხანში "კასტილია" სიურპრიზს შემოგთავაზებთ

მადრიდის "რეალის" საფეხბურთო სკოლა ერთ-ერთი წამყვანია ევროპაში,ყოველ წელს სკოლიდან გამოდიან ამომავალი ვარსკვლავები,რომლებსაც სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ,თუმცა "რეალში" აქამდე დიდი ხანი არ მოხვედრილა "კასტიილის" ფეხბურთელი შემადგენლობაში.ამის შესახებ და კიდევ ბევრ სხვა თემაზე "AS" ის ჟურნალისტები გაესაუბრნენ ადამიანს,რომელიც პასუხს აგებს "რეალის" კანტერაზე-რამონ მარტინესს.


ამ წელს მარტინესი ფლორენტინო პერესთან ერთად კლუბის სათავეში მესამეჯერ მოვიდა (მეორედ კლუბში მოღვაწეობა შედგა 2000 წლიდან 2006 წლამდე),როგორც ყოველთვის მის მუშაობას ბევრი კრიტიკა მოყვა.კითხვებზე პასუხის გაცემას მარტინესი 2009 წლის მიწურულს შეეცადა.

"კასტილიამ" როგორც იქნა დაიწყო,სასურველი შედეგების მიღწევა,რა იყო პრობლემა აქამდე?

პრობლემა,დროში იყო,გუნდს შეთამაშება სჭირდებოდა.სადებიუტო შეხვედრაში "ატლეტიკოსთან" ჩვენ თავიდანვე დაუშვით შეცდომები და გოლიც მივიღეთ,რის შემდეგაც ჩვენ თავდაუზოგავად ვშრომობთ დღემდე.

თქვენ უკვე მზად იყავით გაგეგდოთ მთავარი მწვრთნელი ალეხანდრო მარტინესი?

არაფერია იმაზე ცუდი,იმსჯელო ერთი თამაშით,თანაც თუ ეს ეხება კანტერას.ჩვენ არც კი გვიფიქრია,მისი გაგდება.დარწმუნებულები ვიყავით,რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა.უბრალოდ საქმე იმაშია,რომ ჩვენ ვერ შევძელით გუნდის ფორმირება.ჩვენ აქ 15 ივლისს მოვედით,სეზონი კი 20 ივლისს დაიწყო.ჩვენ გუნდის ფორმირება გვინდოდა,ჩვენ ზარმაცები არ ვართ,მაგრამ ეს არც თუ ისე იოლია.

რამდენი ფეხბურთელი დარჩა "კასტილიაში" და მადრიდის "რეალ ც"-ში?

ზაფხულში 32 ფეხბურთელი წავიდა.ჩვენ დავიტოვეთ ის ფეხბურთელები,რომლებიც გვინდოდა,მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში ფეხბურთელების ყიდვა შეუძლებელია."კასტილიის" დონე მაღალია,მაგრამ იქ არიან ფეხბურთელები,რომლებიც რამოდენიმე წელია თამაშობენ სეგუნდა-ბ-ში და ეს მათზე ცუდად მოქმედებს.ზოგიერთი მათგანი ღირსია უფრო მაღალ ლიგაში სათამაშოდ.

თქვენი მოსვლის შემდეგ,თქვენ გაუშვით 18 მწვრთნელი,მათ შორის პეინადო,რომელმაც მოიღო ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი,რატომ მიმართეთ ესეთ აგრესიულ ზომებს?

იმიტომ,რომ ჩვენ გვიყვარს იმ ხალხთან მუშაობა,ვისაც ვენდობით.პეინადო კარგი მწვრთნელია და ჩვენ მისი საწინააღმდეგო არაფერი გვქონდა,თუმცა ამჟამად მის ადგილზე ისეთი მწვრთნელი მუშაობს,რომელსაც ჩვენ ბოლომდე ვენდობით.ძველი ხელმძღვანელობიდან დარჩა რამოდენიმე მწვრთნელი-ტორილი,რამისი,დიესმა...კლუბი მწვრთნელებს არ დაუტოვებით პირადი ფაქტორების გამო.

ბოლო წლებია იქმნება ესეთი შთაბეჭდილება,რომ 'კასტილია" ამოიწურა ტალანტებისგან.

წინა წლის შემადგენლობიდან,იყვნენ მხოლოდ ორი ფეხბურთელი რომლებიც წავიდნენ და რომელთა შენარჩუნებაც ჩვენ გვინდოდა.ესენი იყვნენ ბუენო და აგუსი.ბეუნომ "ვალიადოლიდს" მიაშურა,აგუსი კი თავისი წლოვანების გამო უკვე ვეღარ ახერხებდა დუბლებში თამაშს.პალანკა იმიტომ წავიდა,რომ მას არ სურდა სეგუნდა-ბ-ში თამაში,ჩვენ ის არენდით "კასტელონს" მივეცით.

ასევე ჩანს,რომ თქვენ არ იზრუნეთ ფეხბურთელების ყიდვაზე,არ დახარჯეთ მათზე ფული და ვინც მოვიდა ისენი არც თუ ისე ძლიერები არიან.

ჩვენ შევეჩვიეთ,ისე ყიდვას ფეხბურთელების,რომ მათზე დიდი თანხები არ დავხარჯოთ.წინა ხელმძღვანელობის მეთაურობით ჩვენ აგუსში გადავიხადეთ 500 000 ევრო.ამ წელს ხოსელუზე (1,5 მილიონი ევრო) რომელიც არენდით არის "სელტაში".ჩვენ მოვაწერეთ ხელი ოთხ-ხუთ ფეხბურთელთან,რომლებიც თავისუფალი აგენტები იყვნენ,ჩვენ მათზე დაკვირვებას არც ვაწარმოებდით თუმცა მათზე დოსიე შეგროვილი იქნა,თანაც ჩვენ მათი ყიდვა არც გვიწევდა.ერთ კვირაში ფეხბურთელების გადმობირება ძნელია.

აღსანიშნავია,რომ ხოსელუ და მენენდესის ტრანსფერები შედგა 'სელტასთან",კლუბი რომლის სპორტული დირექტორიც იყავით თქვენ.

მენენდესი ვარჯიშობდა ორი წელი მადრიდში და ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ჩემპიონიც გახდა.შემდეგ კლუბში მოსულმა ხალხმა,მასთან განშორება გადაწყვიტა."სელტადან" გადმოვიდა ორი ფეხბურთელი-ხესულუ და როდრიგო.ეს უკანასკნელი გამოძახებულ იქნა 19 წლამდე ნაკრებში,მადრიდში გადმოსვლის შემდეგ,მისი გადმოსვლა კი ჩვენ არაფერი დაგვიჯდა.

იქნებ აგვიხსნათ,რა მოხდა მატას შემთხვევაში,რომელიც გაყიდულ იქნა "ვალენსიაში" სადაც იგი კლუბის ლიდერად ჩამოყალიბდა?

აი შეხედეთ,ამ კონტრაქტებს.ეს თარიღდება 2005 წლის 17 აგვისტოთი,ვადა გასდის 2007 წელს,და არა ჩემს წასვლამდე 15 დღით ადრე.რაშია საქმე?იმაში,რომ მატასთან კონტრაქტი არ იქნა გახანგრძლივებული,მეტი არაფერი.ყველა ფეხბურთელს ჰქონდა ერთნაირი კონტრაქტი,რომელიც 5 წელს მოიცავდა.მატას მამამ კი განაცხადა,რომ მის შვილს სურს,3 წლიანი კონტრაქტი,რადგან იგი კარგად სწავლობს უნივერსიტეტში,და როდესაც მორჩება სწავლას შემდგომ გადაწყვეტს,ითამაშოს ფეხბურთი თუ ისწავლოს.სადღაც 6 თვით ადრე კონტრაკტის ამოწურვამდე,ჩვენ დაურეკეთ მამამის,მან განაცხადა რომ ჩვენ არაფერი გვაქვს სანერვიულო,მაგრამ როგორც კი ფლორენტინო გადადგა,მან განაცხადა რომ სურს ახალ ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გადახედვა.დანარჩენი ჩემმა შემცვლელმა ილაპარაკოს.მათ მთელი წელი ჰქონდათ მატასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.

თქვენმა შემცვლელმა კი გაგამტყუნათ,იმაში რომ თქვენ მოაწერეთ რაღაც კონტრაქტს ხელი,სადაც თქვენ უფლებას აძლევდით მატას კლუბიდან წასვლაზე.

ჩემი ხელმოწერა,მარტო მატას კონტრაქტზეა.სხვაგან მე ხელი არ მომიწერია.

ასევე მან განაცხადა,რომ თქვენ ყველა კონტრაქტი და საბუთი თან წაიღეთ,რის გამოც მას არ მიეცა მუშაობის საშუალება.

მე არაფერი წამიღია.ყველა კონტრაქტი კომპიუტერში ინახება.

განელ დანიელ ოპარეზე რას იტყვით?იგი მსოფლიო ჩემპიონია 20 წლამდე ნაკრებში,"კასტილიაში" კი რიგით მესამე,ფლანგის მცველია.

ალბათ იმიტომ,რომ მენენდესი ესე თვლის საჭიროდ.ამ ბიჭებს უჭირთ ადაპტირება.განიდან მადრიდში გადმობარგება,არც თუ იოლი რამ არის.

სალაი?ზაფხულში მასზე მოთხოვნა იყო,ეხლა კი იგი არ თამაშობს.

მას წასვლა სურდა,ჩვენ მას არ ვიჭერდით.თუმცა კლუბები არ კონკრეტდებოდნენ.ამიტომაც იგი ვერ გადავიდა სხვა კლუბში.შორცის ყიდვის სურვილი "კიოლნმა" გამოთქვა და ფეხბურთელიც ჩაირიცხა მათ რიგებში.

და რა დაემართა პორტუგალელ ალიპიოს? იგი მთავარ იმედად მიიჩნეოდა გუნდის,ეხლა კი მას "რეალ მადრიდ-ც-ში კი არა მეოთხე გუნდში უკრეს თავი,იქაც კი არ თამაშობს.

ეს მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ.ლაპარაკი იმის შესახებ,რომ იგი იმიტომ არ თამაშობს,რომ იგი ყოფილმა ხელმძღვანელობამ იყიდა აბსურდია.მაგალითად მორატიც ყოფილმა ხელმძღვანელობამ იყიდა თუმცა იგი ასპარეზობს "კასტილიაში".

ამ წელს თქვენ იყიდეთ "ერკულესის" ოთხი ფეხბურთელი,მათმა სპორტულმა დირექტორმა არასილმა კი განაცხადა,რომ მათგან მხოლოდ ერთი არის პროფესიონალი ფეხბურთელი.

ეს მისი მოსაზრებაა,ჩვენ ისინი ვნახეთ და ვიყიდეთ იმიტომ რომ მათ კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდათ,ჩვენ კი გვჭირდებოდა ფეხბურთელები,რომ შეგვევსო რამოდენიმე ჩვენი გუნდის რიგები,რა არის ამაში ცუდი როდესაც ვყიდულობთ ფეხბურთელებს,რომლებშიც არ ვახრჯავთ არცერთ პესეტას?

თქვენ ყოველთვის აცხადებთ,რომ მიჩელის თამადობით თქვენი "კასტილია" იყო საუკეთესო სეგუნდაში,ეს მართალია,თუ საკუთარი თავის მიმართ რეკლამაა?

კი ეს მართალია.არბელოა,დიეგო ლოპესი,მატა და ალვარო ნეგრედო კლუბში ჩვენ მოვიყვანეთ.მაგალითად კასილიასი ჩვენმა მწვრთნელებმა შეამჩნიეს ერთ-ერთ საქველმოქმედო ტურნირზე.მე პირადად იგი მაშინ არ მინახავს,მაგრამ მე ვხელმძღვანელობდი კანტერას.რაულიც ჩვენ აღმოვაჩინეთ და იგი შევიძინეთ.ეხლა კლუბის პრიორიტეტია,ეძებოს ფეხბურთელები მადრიდში.ჩვენ ხუთი სკაუტი გვყავდა,ეხლა თოთხმეტი.

და ბოლოს,პელეგრინი ახალგაზრდა ფეხბურთელებს აკვირდება?

იგი კარგად იცნობს "კასტილიას",მან ამ სეზონის განმავლობაში იმუშავა კლუბთან.

რატომ ჰყავს "ბარსელონას" თავისი აღზრდილი ფეხბურთელების უმეტესობა გუნდში?

მოდით ნუ აურევთ,ისენი 2 წელია შესანიშნავად გამოიყურებიან,თუმცა იქამდე 20 წელი თავდაუზოგავად შრომობდნენ.გაფრთხილებთ,მალე ჩვენს აკადემიაშიც იქნება სასიამოვნო სიურპრიზები.



ინფორმაციის წყარო:realmadrid.ru dle 10.1

  • raul777
  • 26 დეკემბერი 2009
  • 2733
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)