მარსელო: "რობერტო კარლოსი არ ვარ, მე მარსელო ვარ!"

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა განაპირა მცველმა, მარსელომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.


"ხშირად მადარებენ კარლოსს. იგი ჩემთვის საუკეთესო მოთამაშეა საფეხბურთო ისტორიაში. ძალიან კარგი იქნება, თუ რობერტოს დონეს მივაღწევ. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც ასეთ ვარსკვლავს გადარებენ, მაგრამ მე მარსელო ვარ და არა რობერტო კარლოსი."

"კარლო ანჩელოტიმ მთხოვა დაცვაში ყურადღებით მეთამაშა და ამავდროულად, შეტევაშიც დავხმარებოდი გუნდს. რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ და ვფიქრობ, მწვრთნელი კმაყოფილია. იტალიელი სპეციალისტი ფეხბურთელებთან ახლო და მეგობრული ურთიერთობის დაჭერას ცდილობს, რაც ჩვენთვის და გუნდის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია."

"ფლუმინენსეში როდესაც ვთამაშობდი ძალიან პატარა ვიყავი და მახსოვს ყოველი ვარჯიში, ყოველი ახალი დღე და მახსოვს როგორ ვოცნებობდი დიდ გუნდში ასპარეზობაზე. მადრიდის "რეალი" არის საუკეთესო ადგილი სადაც შექმნილია საფეხბურთო გარემო."

"ყველა ჩემპიონატში სამეფო კლუბი მობილიზებულია და მხოლოდ საუკეთესო რეზულტატისთვის გამოდის მინდორზე. ასე იქნება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მადრიდისტები გავახაროთ და კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება ვიზეიმოთ მათთან ერთად."

Defensacentral.com dle 10.1

  • Junior
  • 12 დეკემბერი 2014
  • 2929
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)