პერესი: „ნულოვანი ტოლერანტობა!“

მედიასთან გამართულ საშობაო ვახშამზე, ფლორენტინო პერესი სიტყვით გამოვიდა.


„ფეხბურთი არის საგანძური და ყველას უნდა ჰქონდეს ზეიმის საშუალება.ჩვენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ძალადობის, რასიზმისა და ქსენოფობიის ფაქტებს, რომლებიც მრავლადაა მსოფლიო ფეხბურთში.გარწმუნებთ, რომ მადრიდის „რეალი“ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით მიუდგება ამ სახის მოქმედებებს.“

„2014 წელი არასოდეს დაგვავიწყდება, რამეთუ ჩვენ დავკარგეთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ალფრედო დი სტეფანო.მან უზარმაზარი მემკვიდრეობა დაგვიტოვა და ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მას.ლისაბონის ფინალი იყო იმის დასტური, რომ „ბლანკოსი“ არასოდეს ყრის ფარ-ხმალს.“

„ძალიან ნაყოფიერი წელი გამოდგა.გუნდმა 3 ტიტული მოიგო (ჩემპიონთა ლიგა, „კოპა დელ რეი“ და ევროპის სუპერთასი).ამასთანავე, კრიშტიანუმ მოიხვეჭა პლანეტის საუკეთესო მოთამაშის წოდება და მას „ოქროს ბუციც“ მიაყოლა.“

„ვგონებ, კლუბს ბრწყინვალე დრო უდგას და ქომაგებთან ერთად ბედნიერ წუთებს განვიცდით.არასოდეს უნდა გაგვიქარწყლდეს გამარჯვების სურვილი და ამავდროულად, მორძალებულები უნდა დავრჩეთ.“

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (380)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)