"რეალი" ისტორიის შეცვლას შეეცდება

მოგეხსენებათ, "ლუდოგორეცის" დამარცხება მადრიდის "რეალისთვის" ბევრი ფაქტორის გამო იყო მნიშვნელოვანი. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ზედიზედ მე-19 გამარჯვება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მიმდინარე სეზონში დედაქალაქურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ექვსივე პაექრობა წარმატებით დაასრულა, რაც "მერენგების" ისტორიაში მეორედ მოხდა. გადავხედოთ გუნდებს, რომლებმაც ანალოგიური შედეგი წინა წლებში დააფიქსირეს...


მილანი 1992/1993 წლების სეზონი

იტალიურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის 1992/1993 წლების სეზონი შესანიშნავად ჩაატარა. "როსონერიმ" ჯგუფურ ეტაპზე "გოტებორგის", "პორტოს" და "ეინდჰოვენის" დამარცხება მოახერხა როგორც საშინაო არენაზე, ასევე სტუმრად. "შავ-წითლებმა" წარმატებული სვლა ფინალამდე განაგრძეს, თუმცა გადამწყვეტ მატჩში ფრანგულ "მარსელთან" 0-1 დათმეს შეხვედრა.

პსჟ 1994/1995 წლების სეზონი

"როსონერის" შესანიშნავი მიღწევიდან ორ წელიწადში, ფრანგულმა "პსჟ"-მ ანალოგიური გაიმეორა. დედაქალაქელებმა მიუნხენის "ბაიერნის", მოსკოვის "სპარტიკისა" და კიევის "დინამოს" დამწუხრება მოახერხეს 2-2-ჯერ. პარიზელები იმ სეზონში ჩემპიონთა თასის 1/2 ფინალში "მილანთან" დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

ცსკა 1995/1996 წლების სეზონი

მოსკოვის არმიელებმა პარიზელების ნაჩვენები შედეგი მომდევნო სეზონშივე გაიმეორეს. მათ "ლეგიას", "როსენბორგის" და "ბლექბერნის" დატოვება მოახერხეს ნულზე. მაშინ "ცსკა" მართლაც კარგ ფორმაში იყო, თუმცა 1/4 ფინალში ფრანგულ "ნანტთან" ვერაფერს გახდა.

ბარსელონა 2002/2003 წლების სეზონი

კატალონიელებმა 2002/03 წლების სეზონში მოსკოვის "ლოკომოტივს", "ბრიუგეს" და "გალათასარაის" წაართვეს ქულები, მათი თამაში მართლაც აღფრთოვანებას იმსახურებდა, თუმცა საჩემპიონო ოცნებას ბოლო ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელებმა მოუღეს 1/4 ფინალურ ეტაპზე/

მადრიდის "რეალი" 2011/2012 წლების სეზონი

"ბლანკოსმა" ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ძალიან ეფექტურად ჩაატარა და ერთმანეთის მიყოლებით მიწასთან გაასწორა "აიაქსი" , ზაგრების "დინამო" და "ლიონი". სამეფო კლუბი იმ სეზონში შეუვალი სჩანდა, თუმცა ყველას კარგად ახსოვს 1/2 ფინალში "ბაიერნთან" წაგებული თერთმეტმეტრიანების სერია, რის საფუძველზეც "მერენგები" ფინალს მიღმა დარჩნენ.

დასკვნა

გამოდის, რომ ვერცერთმა ზემოხსენებულმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის 100%-იანი შედეგით დასრულების შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ვერ მოიგო. იმედი ვიქონიოთ უსიამოვნო ტრადიციას, სწორედ კარლო ანჩელოტის ფორმაციის მადრიდის "რეალი" დაარღვევს და ჩემპიონთა ლიგის თასს ესპანეთის დედაქალაქში დაუდებს ბინას. dle 10.1

  • Hala
  • 10 დეკემბერი 2014
  • 3264
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)