ლუკას სილვა: „რონალდოსთან თამაში ჩემი ოცნებაა“

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის „რეალმა“ უკვე თითქმის მიაღწია შეთანხმებას „კრუზეიროს“ ახალგაზრდა ფეხბურთელთან, ლუკას სილვასთან. „ფლუმინენსეს“ დამარცხების შემდეგ, ახალგაზრდა ტალანტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.


„ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ყველაფერი იდეალურად მიდის და ეს მაბედნიერებს. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ და უკვე შევძელი ბრაზილიის ჩემპიონატის მოგება.“

„ადრე ერთი პროცენტითაც არ წარმომედგინა თუ ამ დონემდე შევძლებდი ფეხბურთის თამაშს. მე ძალიან პატარა ქალაქიდან ვარ, სადაც ოცნებების ასრულება ძალიან ძნელია. თუმცა მე მოვიკრიბე ჩემს თავში ძალ-ღონე და დღეს თქვენს წინაშე ვარ.“

„კარგად მახსოვს პირველი დღე, როდესაც „კრუზეიროში“ გადმოვედი. საწყისი ეტაპი ჩემთვის რთული იყო, თუმცა ყველაზე დიდი დახმარება ჩემთვის ფანების გულთბილი განწყობა იყო ჩემს მიმართ. გულშემატკივარი ყოველთვის მამხნევებდა და ვგრძნობდი, რომ ყოველ მომენტში ჩემს გვერდით იყვნენ. მე კი მადლობის ნიშნად ვცდილობდი კარგად მეთამაშა და მათი გულები გამეხარებინა. საბოლოოდ მათ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად თასიც მივუძღვენი.“

„მე არ გამოვირჩევი სათამაშო სტილით. თანამედროვე ფეხბურთის ჩვეულებრივი მოთამაშე ვარ, რომელიც აკეთებს პასებს და თავისი გუნდის კეთილდღეობისთვის მოედანზე თავდაუზოგავად იბრძვის. ბავშვობაში თავდამსხმელის პოზიციაზე ვთამაშობდი. მერე კი ნელ-ნელა ნახევარმცველის ფუნქციების შერჩევა დავიწყე და ასე აღმოვჩნდი მოედნის შუაგულში.“

„ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ხშირია საუბარი ჩემი მადრიდის „რეალში“ გადასვლის თაობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ შრომა დამიფასდა და ერთ-ერთმა საფეხბურთო გრანდმა შემამჩნია. ჯერ-ჯერობით არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ერთი რამ გადაჭრით შემიძლია ვთქვა, თუ მე სამეფო კლუბში გადავალ, ეს ჩემი ოჯახის დამსახურება იქნება. რომ არა ჩემი მშობლები, მე დღეს ფეხბურთს ან ვითამაშებდი და ან არა.“

„მადრიდში არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ამბობენ, რომ ეს არის ულამაზესი ქალაქი. ესპანეთში ერთხელ ვიყავი, თუმცა მაშინ ქალაქ ბარსელონაში მომიწია გამგზავრება ბრაზილიის 20 წლამდელთა ნაკრებთან ერთად.“

„კრიშტიანო რონალდოს თამაშს ბავშვობიდან ვუყურებ. არ გამომიტოვებია არცერთი მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშიდან დღემდე. იგი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელიც სულ უფროდაუფრო ვითარდება და ისტორიას ქმნის. პატარაობაში ვერც წარმოვიდგენდი, თუ როდესმე მის გვერდით თამაშის თეორიული შანსი მაინც მომეცემოდა. ბავშვობაში უამრავი ოცნება მქონდა, აქედან ერთ-ერთი და შესაძლოა უმთავრესიც კი, რონისთან ერთად მოედანზე გამოსვლა იყო. ღმერთს ვთხოვ, რომ სანამ კარიერას დავასრულებ ერთხელ მაინც შევძლო მასთან ერთად თამაში და ბავშვობის ოცნების ახდენა.“

„ჯერ-ჯერობით ესპანური არ ვიცი, თუმცა სწავლას ვაპირებ. ენის ცოდნა ფეხბურთის თამაშსაც აადვილებს, რადგან თანაგუნდელებთან კომუნიკაცია მინდორზე უმნიშვნელოვანესია.“

„იმედი მაქვს ახალი წელი ჩემთვის უფრო იღბლიანი იქნება ვიდრე 2014 წელი იყო. მინდა რომ გავიტანო ძალიან ბევრი გოლი და არაერთი გამარჯვება ვიზეიმო.“

As.com dle 10.1

  • Junior
  • 8 დეკემბერი 2014
  • 2969
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)