ანჩელოტი: „ლუკას სილვათი ვართ დაინტერესებულნი“

„ლუდოგორეცთან“ თამაშის წინ, ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.


„რა თქმა უნდა, ფეხბურთი და დაპირისპირებას გამიჯნული უნდა იყოს ერთმანეთისაგან და ამასთან დაკავშირებით, საჭიროა სხვადასხვა ზომების მიღება.ჩემი სურვილია, რომ გვყავდეს გულშემატკივრები, რომლებიც მხოლოდ გუნდისთვის იმღერებენ.“

„ხამეს როდრიგესს სერიოზული სირთულის ტრავმა არ აღენიშნება.შესაძლებელია, საკლუბო მუნდიალის ფინალისათვის მწყობრში ჩადგომა მოასწროს.“

„მოდრიჩი თებერვლისკენ დაგვიბრუნდება, ხოლო ხედირა კიდე ერთი კვირა ვერ ივარჯიშებს, თუმცა ილიარამ ძალიან კარგად ითამაშა.“

„ხესესთან დაკავშირებით, შემუშავებული პროგრამა გრძელდება.მას გარკვეული სათამაშო დრო მიეცემა „ლუდოგორეცის“ წინააღმდეგ.ახალი წლის დასაწყისში 100 პროცენტით მზად იქნება.“

„ამ წელს, ილიარამენდის ჰქონდა ფიზიკური პრობლემები.მას ცენტრშიც ძალუძს თამაში და მარჯვნივაც.პოზიციების გადანაცვლებით, რადიკალურად არაფერი იცვლება.ორივე შემთხვევაში, დაცვაში თამაშზე გავამახვილებთ ყურადღებას.“

„მეკარეებთან მიმართებაში კონკრეტული გეგმა არ გვაქვს შემუშავებული.კეილორი ძალიან კარგად ვარჯიშობს და იმსახურებს თამაშს.“

„კრიშტიანუ ფანტასტიკური და არაჩვეულებრივია.აღებულ გეზს არ უნდა გადაუხვიოს.მას არნახული მოტივაცია აქვს.“

„მოდრიჩისა და ხედირას მდგომარეობას დავაკვირდებით და გადაწყვეტილებას საშობა არდადეგების შემდეგ მივიღებთ.დაინტერესებულნი ვართ ლუკას სილვათი, თუმცა ის ერთადერთი ფეხბურთელი არ არის ჩვენს ობიექტივში.“

„თავის არეში მიღებული ტრავმის გადალახვა ადვილი არ არის.ჯერ-ჯერობით ხედირასთვის დატვირთვა არ შეიძლება.ვიმედოვნებ, რომ 2015 წელს პრობლემების აღარ შეაწუხებს სემის.“

„კრიშტიანუ არ დაისვენებს, რამეთუ ამის საჭიროება არ არსებობს.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)