ბუტრაგენიო:"კრიშტიანომ კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა სიძლიერე"

ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ "სელტას" დამარცხების შემდეგ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა...


"კრიშტიანო რონალდუ ნამდვილი ფენომენია, მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა საკუთარი სიძლიერია. ჰეთ-თრიკის შესრულება იოლი არ არის, თუმცა შვიდიანს ეს არაერთხელ გაუკეთებია. ვიგოელებთან რონის არაერთი მომენტი ჰქონდა, ის ბევრს აქტიურობდა. დარწმუნებული ვარ შემტევი "ლუდოგორეცის" წინააღმდეგაც გაილაშქრებს."

"ოქროს ბურთი? ამაზე დისკუსია უკვე აღარ შეიძლება. 2014 წელს კრიშტიანო ყველას აღემატება, მასსა და მოწინააღმდეგეებს შორის დიდ სხვაობას ვხედავ. ალბათ, ყველა გონიერი მადრიდის "რეალის" ლიდერს დაუჭერდა მხარს."

"გუნდის პროგრესით კმაყოფილი ვარ. მართალია, ბევრი გამოუყენებელი მომენტი შეიქმნა, თუმცა ეს შეტევის და თამაშის ნაწილია. სამეფო კლუბი აშკარად წინ მიიწევს."

"მინდა შევაქო ვიგოელთა კიპერი, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა და ჩვენი გუნდის შემტევებს ბევრჯერ არ მისცა თავის გამოჩენის საშუალება."

"ხამეს როდრიგესის სამედიცინო შემოწმებას მოუთმენლად ველით, რადგან კოლუმბიელი მოთამაშე კოლექტივის ლიდერია. ლუკა მოდრიჩის ტრავმის ფონზე როდრიგესის არყოფნა დიდ ნეგატიურ ფონს შექმნის, თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამი ხედირაც არ არის მზად."

"სამეფო კლუბი ძალიან დამაჯერებლად და სოლიდურად თამაშობს, ეს კოლექტივი ყველასთვის საშიში და ანგარიშგასაწევი მეტოქეა. ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, დეკემბრის თვეში ყველა მატჩის მოგება ბრწყინვალე იქნება, თუმცა უდიდესი სირთულეებთანაა დაკავშირებული. კარლო ანჩელოტი შრომატევად საქმეს აკეთებს, იტალიელმა გუნდი სრულად დააბალანსა, რაც შედეგებზეც აისახება."

"კარლო ანჩელოტის მუშაობით მთელი მადრიდული პუბლიკა კმაყოფილია, ჩვენ გვსურს მასთა რაც შეიძლება დიდი ხნით თანამშრომლობა."

"ასენსიო გუნდმა იმიტომ შეიძინა, რომ ამ მოთამაშეში უდიდესი პროგრესი და პერსპექტივა დაინახა. დარწმუნებული ვარ ის მოერგება მადრიდულ ფილოსოფიას." dle 10.1

  • Hala
  • 7 დეკემბერი 2014
  • 1702
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)