ლარივეი:"ბერნაბეუზე მოგება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი"

ვიგოელი ლარივეის განცხადებით, მადრიდის "რეალთან" ჭიდილი რთულია, თუმცა გამარჯვება ფანტასტიკის სფეროს არ წარმოადგენს...


"სელტა ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც უდიდესი პერსპექტივა აქვს, ჩვენ გრანდების წინააღმდეგ საკმაოდ სოლიდურად გამოვდივართ და არცერთი მეტოქის შიში არ გვაქვს."

"ამჟამად მერვე ადგილზე ვიმყოფებით, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ 6 ქულა გვაშორებს."

"გამარჯვება? ეს რთულია, მაგრამ ბერნაბეუზე მაქსიმუმს გავაკეთებთ. იმაზე არავინ დაობს, რომ "რეალს" გაცილებით მაღალი რანგის ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა ანალოგიურის თქმა შეგვიძლია "ბარსელონაზეც", რომელსაც ქულები წავართვით."

"კრიშტიანო რონალდუ უბადლო შემსრულებელია, სერხიო რამოსს კი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალურ მცველად მივიჩნევ. სამწუხაროა, რომ ლუკა მოდრიჩი ტრავმირებულია და თვეების მანძილზე ვერ ითამაშებს, ხორვატს დიდ პატივს ვცემ."

"ოქროს ბურთზე საუბარი რთულია, თუკი მხოლოდ 2014 წლით ვიმსჯელებთ ნოიერს დიდი შანსი აქვს, რადგან არნახული პროგრესი აჩვენა. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული ჯილდოს ლიონელ მესის გადავცემდი." dle 10.1

  • Hala
  • 6 დეკემბერი 2014
  • 1208
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)