მადრიდის "რეალის" ხუთწლიანი პერსპექტივა

მადრიდის "რეალის" ზედიზედ 17 მატჩიანი მოგების შემდეგ, გუნდი ლიდერობს როგორც ჩემპიონთა ლიგის ჯუფს, ასევე პრიმერა დივიზიონის ცხრილს.


სამეფო კლუბი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა ფეხბურთელებით და მათზე სამომავლო პერსპექტივებია გათვლილი. ძირითადი შემადგენლობა მეტწილად დაკომპლექტებულია ნორჩი მოთამაშეებით. ტონი კროოსი (24 წლის), ხამესი (23 წლის), ისკო და კარვახალი (22 წლის). თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს გუნდი ხუთი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე შეძლებს ასპარეზობას.

დანარჩეი სასტარტო შემადგენლობის წევრები 25 წელს არიან გადაცილებულნი: იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო, გარეთ ბეილი, კარიმ ბენზემა და კრიშტიანო რონალდო. გასულ შეხვედრაში, "მალაგას" წინააღმდეგ მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა ითამაშა, რომელთა ასაკიც 30 წლეს გასცდა, ესენი იყვნენ, კასილასი და პეპე.

2019–2020 წლამდე თეთრებს შემადგენლობის ძირეული ცვლილება არ დასჭირდება. შემდეგ სეზონშ მოხოლოდ ორი მოთამაშე, სამი ხედირა და ჩიჩარიტო დატოვებენ გუნდს. 2016 წელს კი კონტრაქტი ასევე ორ ფეხბურთელს, პეპეს და არბელოას, ეწურებთ. იმ პერიოდისთვის ისინი 33–34 წლისები იქნებიან, თუმცა გუნდში არსებობს ორი უნიჭიერესი მცველი რაფაელ ვარანის და დანი კარვახალის სახით, რომლებიც ვეტერან მადრიდელებს ჩაანაცვლებენ.

2017 წელს ვადა გასდის, იკერ კასილასის, სერხიო რამოსის და ხესე როდრიგესის კონტრაქტებს. თუმცა ამ შემთხვევაში საგანგაშო არაფერია, რადგან ეს სამეული მადრიდში გამორჩეულად უყვართ და მეტსაც გეტყვით, ფლორენტინო პერესმა უკვე დაიწყო მათთვის ახალი ხელშეკრულებების გამზადება. იგივე შეიძლება ითქვას, კარიმ ბენზემაზე, ლუკა მოდრიჩზე და რაფაელ ვარანზე. მათი გუნდიდან გაშვება გამორიცხულია.

ნახევარდაცვაში უკანასკნლე წლებში ლიდერის წოდება ჩაბი ალონსომ მოიპოვა, რომელმაც სეზონის დასაწყისში მიუნხენის "ბაიერნში" გადაბარგება გადაწყვიტა. ამჟამად მადრიდის "რეალში" ირიცხება ძალიან ბევრი ფეხბურთელი, რომელთაც ცენტრის გაკონტროლება შეუძლიათ. ესენი არიან: ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი და ასიერ ილარამენდი. ნახევარდაცვის შუაგულშე ასევე იდეალურად თამაში შეუძლიათ ხამეს როდრიგესს და ისკოს. აღსანიშნავია, რომ ამ ორმა ფეხბურთელმა უკანასკნელ მატჩში იდეალური პერფორმანსი შემოგვთავაზეს და ყველას დაანახეს, რომ საკმაოდ კარგად ეწყობიან ერთმანეთს.

ნუ დაგვავიწყდება აგრეთვე ბრაზილიელი ფეხბურთელი კაზემირო, რომელიც "პორტოში" გაანათხოვრეს თეთრებმა და სეზონის დასრულებისთანავე იგი კვლავ ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდება. მადრიდელებს ეზრდებათ კიდევ ერთი უნიჭიერესი ახალგაზრდა, მედრანი, რომელიც კარლო ანჩელოტიმ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე განაცხადში შეიყვანა, ეს იმას ნიშნავს, რომ "პაპა კარლო" მედრანს ენდობა და მასზე სამომავლო გეგმები აქვს გათვლილი. ხაზგასასმელია ისიც, რომ იტალიელი მთავარი მწვრთნელი მარკო ვერატის შეძენას ითხოვს და ექსპერტების თქმით, სწორედ იგი იქნება მომდევნო სეზონში ფლორენტინო პერესის უმთავრესი სამიზნე სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღიდან.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 6 დეკემბერი 2014
  • 4122
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (67)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)