რონალდუ:"შესაძლოა კარიერის საუკეთესო სეზონს ვატარებ"

კრიშტიანო რონალდუმ ჟურნალისტებთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...


"არ გამოვრიცხავ, წლევანდელი წელი ჩემთვის საუკეთესო იყოს. შესანიშნავ გარემოში მიწევს მუშობა, მადრიდის "რეალი" ყოველმხრივ დახვეწილია. გვყავს ბრწყინვალე და ძალიან ნაყოფიერი სამწვრთნელო შტაბი, აქ ყველა ბედნიერად გრძნობს თავს და საკუთარი საქმის კეთება უხარია."

"ხალხის მოსაზრებით წლევანდელი მადრიდის "რეალი" ბოლო წლების საუკეთესო გუნდია, მაგრამ თანხმობა ჯერ-ჯერობით მიჭირს, რადგან ყველაფერს გაზაფხულის ბოლოს შევიტყობთ. ამ ეტაპზე შესანიშნავი შედეგი გამოვაცხვეთ. ზედიზედ 17 გამარჯვება იოლი საქმე არ არის, მაგრამ კოლექტივმა ეს შეძლო. პერსპექტივა ძალიან დიდია, თუმცა მუშაობაა საჭირო. როგორც ფეხბურთელები, ასევე სამწვრთნელო შტაბი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე დგას, აქედან გამომდინარე მეტის მიღწევა გვსურს და ძალ-ღონეს არ დავზოგავთ."

"ტიტულებით ფეხბურთელი ვერასდროს დაკმაყოფილდება. პროფესიონალური კარიერის მანძილზე არაერთი ოქროს მედალი მოვიპოვე, მაგრამ კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. მსურს წინსვლა და რაც შეიძლება მეტი ჯილდოს მიღება. მოტივაცია არასდროს უნდა დაკარგო, სხვაგვარად რეგრესისკენ წახვალ."

"ბავშვობაში ბევრი რამ გადამხდა თავს. ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ბევრი რამ მიშლიდა ხელს, თუმცა მონდომებამ ყველაფერს აჯობა. ახლანდელ და მაშინდელ სიტუაციას ვერც კი შევადარებ, ახლა ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მაქსიმუმი მივიღო, მაშინ კი ბევრი პრობლემა მახსენებდა თავს. ქუჩის ფეხბურთი ყოველთვის საინტერესოა, რადგან ტალანტების მოძიება ამ შემთხვევაში ბევრად მარტივდება." dle 10.1

  • Hala
  • 6 დეკემბერი 2014
  • 2495
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)