ანჩელოტი: „იანვარში ვერავინ წაიყვანს ჩიჩარიტოს“

ვიგოელებთან დაპირისპირებამდე, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.


„მე და საკის „მილანის“ შესახებ არ გვისაუბრია.ჩვენ ზოგადი საფეხბურთო მოვლენები მიმოვიხილეთ.არიგოსგან ყოველთვის შესაძლებელია გამოცდილების მიღება და რაღაცის სწავლა.ის კმაყოფილია „რეალის“ სვლითა და გუნდში შექმნილი ატმოსფეროთი.“

ვახშამი ტექნიკურ პერსონალთან: „როგორც მოთამაშეები, სამწვრთნელო შტაბიც ნაყოფიერად ვმუშაობთ.ჩვენ უბრალოდ სამადლობელი ვახშამი გვქონდა და რეკორდებზე არ გვილაპარაკია.ყველანი სერიოზულად და პროფესიონალურად ვეკიდებით საქმეს.გვინდა, რომ განვაგრძოთ გამარჯვებების მოპოვება, რათა ამაღლებული განწყობა შევინარჩუნოთ.“

„ისკოს თამაში გამორიცხულია, მას ილიარამენდი შეცვლის.“

„კმაყოფილნი ვართ ხამესით.მას თავგანწირვით ჩვევია თამაში.“

„მინდა, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს წარმატებული სვლა.მოთამაშეებთან იდეალური ურთიერთო მაქვს.ჩვენი ერთი მიზანი გვამოძრავებს.“

„განვლილ სეზონთან შედარებით, „სელტა“ უკეთეს ფეხბურთს აჩვენებს, რაზეც შედეგებიც მეტყველებს.ვიგოელებმა „ნოუ კამპიდან“ ქულები წამოიღეს და კარგად იასპარეზეს „ატლეტიკოს“ წინააღმდეგაც.საქმე გვაქვს აგრესიულ და დამაჯერებელ გუნდთან.“

„ჩიჩარიტოს კარგად მოეხსენება მისი სიტუაციის შესახებ.ის „ლუდოგორეცთან“ გამოვა მოედანზე და იანვარშიც არ დატოვებს კლუბს.“

„კმაყოფილი ვარ ამჟამინდელი შემადგენლობით.სამწუხაროდ, ხედირას კვლავ პრობლემები აწუხებს, თუმცა ხესე დაბრუნდა.მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე არავის დავიმატებთ.“

„ბენზემას შესანიშნავი შედეგიანობა გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს.ის სიამოვნებას იღებს ამით.“

„ვგრძნობ, რომ გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან ხვალინდელ პაექრობას.მათი დახმარების იმედი გვაქვს.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)