კრიშტიანუ რონალდუ გულნატკენია

რამდენიმე დღის წინ, FIFA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა „2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის“ ნომინაციის ფინალისტები დაასახელა.


როგორც მოსალოდნელი იყო, სამეულში მოხვდა „ოქრო ბურთისთვის“ ბრძოლაში უპირობო ფავორიტი რონალდუ, რომელსაც მესისა და ნოიერისთვის მოუწევს კონკურენციის გაწევა.რაც შეეხება დამრიგებლებს, ანჩელოტის, ლიოვისა და სიმეონეს დამარცხება ეცდება.

რა თქმა უნდა, პორტუგალიელი გოლეადორი გახარებულია მისი და „პაპა კარლოს“ აღიარებით, თუმცა კულუარებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამავდროულად, „ელ ფერარი“ ცოტათი გულნატკენია, რამეთუ სამეულში, მის გვერდით, კიდევ ერთ თანაგუნდელს (არ კონკრეტდება - ავტ.) ელოდებოდა.კრიშტიანუს აზრით, „რეალმა“ ფანტასტიკურად ჩაატარა განვლილი სეზონი და საუკეთესო მოთამაშის წოდების მისაღებად, უფრო მეტი მადრიდელი უნდა იბრძოდეს.

ცნობისათვის, ყველა წამყვან ბუქმეიქერულ კანტორაში, „თეთრების“ „შვიდიანი“ დიდი სხვაობით უსწრებს გერმანელსა და არგენტინელს.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)