ტონი კროოსი უკონკურენტოა

როგორც სჩანს, კარლო ანჩელოტისთვის გერმანელი ფეხბურთელი, ტონი კროოსი ხელშეხეუბელია, რაზეც მისი ციფრებიც მოწმობს...


ლა ლიგაში ტონიმ 13-იდან 13 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა, ის ყველა შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა. გერმანელი მსოფლიო ჩემპიონის ანგარიშზე ამ დროისათვის უკვე 1132 წუთია. ტონიმ გოლის გატანა მხოლოდ ერთხელ მოახერხა, თუმცა 6-ჯერ ახეირა საკუთარი თანაგუნდელი.

ანალოგიურის თქმა შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზეც. მე-5 ტურისათვის გერმანელს 100%-იანი შედეგი აქვს, მან ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლის გატანა ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხა. ევროპის ყველაზე ტურნირზე კროოსი ვერც "ასისტებით" გამოირჩა. მისთვის უჩვეულოდ, მხოლოდ 1 საგოლე გადაცემას მოითვლის.

გარდა ამისა ტონის ნათამაშები აქვს როგორც ესპანეთის სუპერთასზე, ასევე ევროპის სუპერთასზე.

კროოსისთვის ყველაზე ნაყოფიერი სეზონი მთელი კარიერის მანძილზე შარშან იყო, როდესაც "ბაიერნის" შემადგენლობაში 50 დაპირისპირებას მოუყარა თავი ყველა ტურნირზე.

ალბათ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ წლევანდელ სეზონში მისი რეკორდი გაუმჯობესდება, რადგან ამ დროისთვის ტონის ჯამში უკვე 21 მატჩი დაუგროვდა, ლა ლიგაში კი წინ 25 ტურია, ამასთანავე მოთამაშეს მოედანზე გასვლის საშუალება სამეფო თასისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებშიც მიეცემა. dle 10.1

  • Hala
  • 4 დეკემბერი 2014
  • 2428
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)