ჯიჯი ბუფონი:"ყველაზე დიდი შანსი კრიშტიანოს აქვს"

ჯანლუიჯი ბუფონმა საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა ოქროს ბურთთან დაკავშირებით...


"სავარაუდოდ, რონალდუ მიიღებს ოქროს ბურთს, რადგან მან ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ჩემპიონთა ლიგის მოგებაში. პორტუგალიელი ასევე ნაყოფიერი იყო სანაკრებო დონეზე, მისმა თამაშმა დიდი როლი ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაში."

"მე თვითონ კიპერი გახლავართ და მეკარეებს ყოველთვის სოლიდარობას ვუცხადებ, ანალოგიურის თქმა შემიძლია მანუელ ნოიერზეც, თუმცა ვთვლი, რომ კარის დარაჯისთვის ოქროს ბურთის მოპოვება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ იგი მოედანზე ნამდვილ სასწაულებს ჩაიდენს."

"ტენდენცია გაცილებით სხვაგვარია. ჯილდოს მფლობელი ხდება ის, ვისაც ბევრი გოლი გააქვს და ვისი საქმიანობაც ყველაზე მკვეთრად სჩანს."

"ძველებურ ფორმატში მეკარისთვის სიტუაცია შედარებით გაადვილებული იყო, თუმცა ადრეც საკმაოდ დიდ სირთულეებს უკავშირდებოდა ხსენებული ჯილდოს მოპოვება. ისტორიას მხოლოდ ლევ იაშინი ახსოვს, რომელმაც მსგავსი სახის წარმატებას მიაღწია."

"რონალდუმ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, დაამხო რეკორდი, გახდა ლა ლიგის ბომბარდირი და ასე შემდეგ. ვგონებ, მას რეალური კონკურენტი არ ჰყავს, სხვაგავრად ვერც კ წარმომიდგენია. 2015 წლის დასაწყისი ყველაზე ბედნიერი წესით რონისთვის უნდა იყოს. კრიშტიანოს ბრწყინვალე კარიერა უკვე მრავალი წელია გრძელდება, ის მოწოდების სიმაღლეზე დგას და ბევრს იბრძვის ფორმის შესანარჩუნებლად. პორტუგალიელს ვაფასებ და ეჭვი არ მეპარება მის წარმატებაში."

"ლიონელ მესი უმაღლესი კლასის მოთამაშე გახლავთ. ის ბუნებრივი ნიჭის მფლობელია, რონალდუს კი უფრო მეტი მუშაობა უწევს, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრით სწორედ ის უნდა დაფასდეს, ვინც მეტს შრომობს და კონკრეტულ სიტუაციაში უკეთესად გამოიყურება. 2014 წელი რონალდუსთვის უფრო ეფექტური გახლდათ, ვიდრე არგენტინელისთვის, ყოველშემთხვევაში მე ასე ვფიქრობ." dle 10.1

  • Hala
  • 3 დეკემბერი 2014
  • 2739
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)