ბუტრაგენიო:"ვამაყობ კასტილიელებით"

ემილიო ბუტრაგენიოს განცხადებით, მადრიდის "რეალის" განსხვავებულმა შემადგენლობამ ბრწყინვალე თამაში აჩვენა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა...


"დიდებული საღამო იყო, ბერნაბეუზე შეკრებილმა პუბლიკამ დიდი სიამოვნებით უყურა მატჩის მიმდინარეობას. კარლო ანჩელოტიმ მოედანზე განსხვავებული შემადგენლობა გამოიყვანა. ამხელა ანგარიშს ალბათ არავინ ელოდა, თუმცა ახალგაზრდებმა დიდი მონდომებისა და შემართების ხარჯზე დიდებული წარმოდგენა დადგეს."

"ხესეს დაბრუნება ყველა მოუთმენლად ელოდა. როდრიგესი "ბლანკოსს" ძალიან სჭირდება. მიხარია, რომ შემტევმა დაბრუნება გოლით აღნიშნა."

"ახალგაზრდა "კანტერანოებს" პოზიტიური თვალით ვუყურებ და ვთვლი, რომ მათ ძირითად გუნდში ფეხის მოკიდების სერიოზული შანსი აქვთ. ყველაზე მთავარი შრომაა, რომელსაც არცერთი ახალგაზრდა მადრიდისტა არ ერიდება."

"სამეფო კლუბის თითოეული გულშემატკივრისათვის სანტიაგო ბერნაბეუზე ვიზიტი დიდ სიხარულთან არის დაკავშირებული, რადგან აქ ყოველთვის საინტერესო სანახაობა იმართება. ისკო ალარკონმა და ხამეს როდრიგესმა განსაკუთრებით პირველ ნახევარში შესანიშნავი მომენტები შემოგვთავაზეს, ასევე არ უნდა დავივიწყოთ ჩიჩარიტო ერნანდესი თვალწარმტაცი გადაცემა, რომლის შემდეგ კიდევ უფრო წინ წავედით. თითოეული მოთამაშე მაქსიმალურად ცდილობს გულშემატკივარს სიხარული მიჰგვაროს."

"გუნდი ძალიან კარგად თამაშობს, რაც კარლოს დამსახურებაა. ანჩელოტი ბრძენია, მან ზუსტად იცის კონკრეტულ სიტუაციაში რა სჭირდება. ამ ეტაპზე მოწოდების სიმაღლეზე ვდგავართ, თუმცა უკუსვლა ძალიან მარტივია. კარლიტო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ფეხბურთელების მოდუნებას, ის ყოველთვის პროგირესზეა ორიენტირებული." dle 10.1

  • Hala
  • 3 დეკემბერი 2014
  • 2182
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)