ფერნანდო გომესი:"კრიშტიანოსთან მიმართებაში ბევრი სიბინძურე ხდება"

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ფერნანდო გომესის განცხადებით, კრიშტიანო რონალდუსთვის მიმდინარე წელი შესანიშნავი იყო და არავინ იმსახურებს ისე ოქროს ბურთს, როგორც მადრიდის "რეალის" წინახაზელი. "ფიფაში" და "უეფაში" კი აშკარად გამოჩნდნენ ისეთი არაკეთილსინდისიერი პირები, რომლებიც შვიდიანის დაკნინებას ცდილობენ და არაერთ სამარცხვინო გზას იყენებენ კრიშტიანოს დეგრადაციისათვის...


"ოქროს ბურთი ინდივიდუალური ჯილდოა, თუმცა მთელი რიგი პროცედურებია საჭირო გამარჯვებულის გამოსავლენად. აქ არაერთი ფეხბურთში კარგად გაგებული პირი ერთვება. რაც შეეხება ორგანიზაციებს, მათ არ აქვთ უფლება ფეხბურთელთა შანსები შეაფასონ. არსებობს კრიტერიუმები, რომლებაც მოთამაშეები აკმაყოფილებენ."

"რონალდუმ 2014 წელს მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა და 17 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ყველასთვის ცნობილია, რომ მსგავსი შედეგი ლიგის ისტორიაში არავის ჰქონია. გარდა ამისა, რონიმ მოიგო სამეფო თასი, ლა ლიგის თითქმის ყველა პაექრობაში შეძლო მეტოქე გუნდის კიპერის დამწუხრება და გახდა საუკეთესო ბომბარდირი. იგი ძალიან ნაყოფიერი იყო პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებშიც. რომ არა დაზიანება, რომელმაც მას ჩემპიონატზე ნორმალურად თამაშის საშუალება არ მისცა, ჩვენი გუნდი ბევრად წინ გავიდოდა."

"არ დაგვავიწყდეს ევროპის სუპერთასი, სადაც კრიშტიანო მოწოდების სიმაღლეზე იდგა და კარლოს გუნდმა მისი დიდი ძალისხმევის შედეგად გაიმარჯვა."

"მე არ ვიცი რა კრიტერიუმებით მოქმედებენ გუნდის კაპიტნები და მწვრთნელები, თუმცა ნათელია, რომ ოქროს ბურთის უმთავრესი პრეტენდენტი სწორედ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი გახლავთ. რონალდუ აშკარად საუკეთესოა" dle 10.1

  • Hala
  • 1 დეკემბერი 2014
  • 2296
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)