ბულოკმა მოახლოვებულ "კლასიკოზე" ისაუბრა

როგორც მოგეხსენებათ, კვირას მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" შორის საკალათბურთო "ელ კლასიკო" შედგება.ხსენებულ მატჩს დამატებით ინტერესეს ისიც სძენს, რომ კატალონიური გუნდი მხოლოდ 1 ქულით უსწრებს მდევარ "ბლანკოსს" სატურნირო ცხრილში."თეთრების" ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ, ლუის ბულოკმა, 27 დეკემბერს გასამართ "კლასიკოზე" ისაუბრა.


"ქომაგები აღნიშნულ შერკინებას მოუთმენლად მოელიან.მათ თავიანთ კალენდრებში ყოველთვის გამუქებული აქვთ ის დღე, როდესაც უნდა შედგეს ეს დიდი ჯახი."ელ კლასიკო" ისეთი მოვლენაა, სადაც ნებისმიერ კალათბურთელს სურს თავის გამოჩენა.ვგონებ, აღნიშნული თამაში უდიდესი მნიშვნელობისაა არა მხოლოდ საკალათბურთო ესპანეთისთვის, არამედ მსოფლიო კალათბურთისთვის."

"ჩემთვის წარმოუდგენელია კლასიკო ხუან კარლოს ნავაროს გარეშე.ის წლების განმავლობაში გუნდის უდავო ლიდერი იყო და მისო ყოფნა მოედანზე ყოველთვის დამატებითი ძალა იყო გუნდისათვის."

"ჯანლუკა ბასილე თავის პოზიციაზე უდავო ფავორიტია.ვგონებ, ის უდიდესი კალათბურთელია."

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)