ხედირას ყველაზე ცუდი სტარტი

სამი ხედირასთვის წლევანდელი სეზონი ძალიან არასახარბიელოა. გერმანელი მოთამაშე ტრავმის შედეგად დიდი ხნით დაემშვიდობა მინდორს, თუმცა დღეის მდგომარეობით მოედანზე გასვლა უკვე შეუძლია...


მსოფლიო ჩემპიონი უკვე რამდენიმე წელიწადია მადრიდშია, თუმცა ასეთი ცუდი სტარტი არასდროს ჰქონია.

ლა ლიგის 13 ტურის თავზე, მას საქმეში მხოლოდ 47 წუთი აქვს გატარებული, რაც კატასტროფული მაჩვენებელი გახლავთ. სამიმ მინდორზე გასვლას 4 პაექრობაში მოახერხა. აღსანიშნავია, რომ კარლო ანჩელოტი მას ლა ლიგაში არცერთხელ არ ენდო და მხოლოდ მატჩის მეორე ნახევარში მისცა თამაშის საშუალება.

ანალოგიური სიტუაციაა ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც გერმანელს მოედანზე მხოლოდ 15 წუთი აქვს დაყოფილი. სამიმ 5-იდან მხოლოდ 1 დაპირისპირებაში მოახერხა გუნდის დახმარება.

რაც შეეხება სამეფო თასს, "კორნელიასთან" ბრძოლაში ხედირა საქმეში ვიხილეთ, მის ანგარიშზე სრული 90 წუთია, ამ მაჩვენებლით იგი ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის სათამაშო წუთების ჯამურ ციფრსაც კი სჯობნის.

დეკემბრის თვე ბევრ რამეს ახდის ფარდას, რადგან ხედირას თამაში უკვე შეუძლია, ისკო ალარკონმა კი "მალაგაში" წითელი ბარათი მიიღო და სავარაუდოდ, "სელტასთან" პაექრობას გამოტოვებს.

თუკი სიტუაცია გარკვეულწილად არ შეიცვლება, დიდია შანსი იმისა, რომ გერმანელმა "ბლანკოსი" ზამთარშივე დატოვოს. მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ბურუსით არის მოცული.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 30 ნოემბერი 2014
  • 2269
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)