ანჩელოტი: „პლატინიმ „ოქროს ბურთზე“ არ უნდა ისაუბროს“

დღევანდელ პრესკონფერენციაზე, კარლო ანჩელოტიმ მე-13 ტურის შეხვედრაზე ისაუბრა.


კროოსმა განაცხადა, რომ დაღლილია: „„მალაგას“ წინააღმდეგ ტონი ითამაშებს, ჩვენ ვსაჭიროებთ მას.გერმანელის შემცვლელად ილიარა მოიაზრება, რომელიც ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენის პროცესშია.ასიერი კარგად გაისარჯა შვეიცარიაში.“

„რა თქმა უნდა, მოგებათა სერიაზე არ ვფიქრობთ.წინ საკმაოდ რთული დაპირისპირება გველოდება და ვცდილობთ, მაქსიმალურად მომზადებულნი შევხდეთ.“

„მესი ფანტასტიკურ ტალანტს ავლენს, თუმცა არ ვისაუბრებ იმაზე, თუ რას აკთებენ „ბარსელონაში“ იმისათვის, რომ მესიმ „ოქროს ბურთი“ მოიგოს.“

„ხედირა ჯერ კიდევ არ არის მზად.ვიმედოვნებ, მომდევნო კვირაში დაგვიბრუნდება.“

„სემის კონტრაქტის გახანგრძლივება კლუბის პრეროგატივაა.ჩვენი სურვილია, რომ გერმანელი დარჩეს.“

„არ ვფიქრობ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ ფეხბურთელს დავიმატებთ.ჩვენ გვყავს ახალგაზრდა მედრანი და ამასთანავე, ხედირაც მალე გამოჯანმრთელდება.“

„სიმართლე გითხრათ, ფეხბურთელებს ვერ ვამჩნევ გადაღლილობას.ისინი შესანიშნავ ფორმაში არიან.როტაციას მაშინ მივმართავ, როდესაც ამის საჭიროება დადგება დღის წესრიგში.თანაგუნდელებთან შედარებით, კროოსს ეტყობა ცოტათი მოქანცულობა.ის სათასო შეხვედრაში არ მიიღებს მონაწილეობას.“

„ხვალინდელი დაპირისპირება რთული იქნება, რამეთუ „მალაგა“ ნაყოფიერ სეზონს ატარებს.„კალდერონზე“ ვიზიტამდე, მათ ანგარიშზე 5 მატჩიანი წაუგებელი სერია იყო.“

„ჩვენ სხვა გუნდის შედეგები არ გვანაღვლებს.მხოლოდ „მალაგს“ დამარცხებაზე ვფიქრობთ.“

„ვგონებ, მიშელ პლატინიმ „ოქროს ბურთზე“ არ უნდა გააკეთოს კომენტარი.“

„ისკო გახარებულია ყოფილ გუნდის მოედანზე დაბრუნდებით.„ლა როსალედა“ გაცილებით სანახაობრივ, პასუხისმგებლობით სავსე და გამოცდილ ალარკოს იხილავს.“

„მარკო აენსიოზე არაფერი მსმენია.ის ნიჭიერი მოთამაშეა, დიდი მომავლით.“

„ბეილი თავს კარგად გრძნობს და მზად არის გუნდს მოგებაში დახმარება გაუწიოს.“

„იკერ კასილიასს პრობლემები არ აწუხებს.ის მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნებაა.თანაგუნდელებს ნებისმიერ სიტუაციაში ეხმარება.“

AS
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)