მანოლო ლამა:"ანჩელოტი ბრწყინვალეა"

მანოლო ლამას განცხადებით, კარლო ანჩელოტი მადრიდის "რეალში" საოცრებებს სჩადის და ეს სპეციალისტი არაერთ მწვერვალს დაიპყრობს...


"ანჩელოტი საოცრებებს აკეთებს, სამეფო კლუბმა მის ხელში სახე იცვალა. გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტია დანერგილი, დარწმუნებული ვარ ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი არაერთ ტიტულს მოიგებს. კარლოს "ბაზელთან" გამარჯვება ძალიან სურდა, რაც შემადგენლობასაც დაეტყო. მართალია ცვლილებები განხორციელდა, თუმცა გუნდის ძირითადი ბირთვი იგივე გახლდათ."

"ფრანცისკო ალარკონის თამაში სამაგალითოა, ის ნახევარდაცვის ნებისმიერ წერტილს ერგება. ისკო პროდუქტიულია ცენტრში, ფლანგზე, დაცვაში და ყველგან, ესპანელ მოთამაშეს ბურთის ართმევაც შესანიშნავად გამოსდის. "ბლანკოსს" ალარკონის სახით უდიდესი ფეხბურთელი ჰყავს, რომლის რესურსიც უსასრულოა."

"კარლომ როტაციას დაცვაში მიმართა, წინა ხაზში კი ანალოგიური ვერ ვიხილეთ. ჩიჩარიტო ერნანდესის უთამაშებლობა ჯერ-ჯერობით გაუგებარია. ასიერ ილიარამენდი დაბრუნდა და სათამაშო წუთებით მიიღო. დარწმუნებული ვარ, ბასკს არაერთხელ ვიხილავთ საქმეში."

"სამი ხედირას მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა გერმანელი აუცილებლად დაბრუნდება, ეს უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს."

"რაფა ვარანი? ის დიდებულია, უბრალოდ არ გაუმართლა, რომ სერხიო რამოსთან და პეპესთან უწევს კონკურენცია. სულ მალე ფრანგი მოთამაშე ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იქნება." dle 10.1

  • Hala
  • 27 ნოემბერი 2014
  • 1801
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)