ანჩელოტიმ მუნიოსისა და მოურინიოს მიღწევა გაიმეორა

კარლო ანჩელოტი „რეალის“ ისტორიის წერას განაგრძობს.


როგორც მოსალოდნელი იყო, მადრიდელმა ფეხბურთელებმა უპრობლემოდ დაამარცხეს „ბაზელი“ და კარლიტომაც, მიჯრით მე-15 გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.იტალიელი დამრიგებელი მიგელ მუნიოსსა და ჟოზე მოურინიოს გაუტოლდა, რომლებმაც სხვადასხვა წლებში, ზედიზედ, სწორედ ამდენ მოგებას მოუყარეს თავი.

„პაპა კარლოს“ დიდებული სერია, 13 სექტემბერს, „ატლეტიკოსთან“ ფეხის დაცდენის შემდეგ დაიწყო.ამ პერიოდის განმავლობაში, „თეთრებმა“ 9 წარმატებული თამაში პრიმერაში ჩაატარეს, 5 ჩ/ლიგაზე, ხოლო 1 „კოპა დელ რეიზე.“

საინტერესოა, რომ მუნიოსის ბრწყინვალე სვლა (1960 წლის 27 ნოემბრიდან, 1961 წლის 12 მარტამდე) „ოვიედომ“ შეაჩერა (0-0), ხოლო მოურინიო (2011 წლის 24 დეტემბრიდან, 7 დეკემბრამდე) კატალონიელებს ვეღარ გაუმკლავდა (3-1).

უკვე მომდევნო უქმეებზე, ანჩელოტის რეკორდის გაუმჯობესების შანსი მიეცემა.მადრიდელები „მალაგას“ დაუპირისპირდებიან და სასიხარულო იქნება, თუ შეგირდები საჩუქარს გაუკეთებენ მთავარ მწვრთნელს.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)