ვარანი:"ბაზელს მოგება სჭირდება, ამიტომ რთულ მატჩს ველი"

რაფაელ ვარანმა "ბაზელთან" მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და სირთულეებზე ისაუბრა...


"ვიცით, რომ შვეიცარიაში თამაში რთულია, რადგან ადგილობრივი განსაკუთრებული ქომაგობით გამოირჩევიან. "ბაზელს" მოგება ესაჭიროება, სხვაგვარად მათ 1/8 ფინალში გასვლის შანსი ეკარგებათ, აქედან გამომდინარე გაორმაგებული ძალებით ეცდებიან ჩვენს დამარცხებას. დიდი ყურადღება გვმართებს, რადგან მძიმე მატჩი იქნება."

"ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, რადგან ჯგუფური ეტაპის საუკეთესო შედეგით დასრულება გვსურს. "რეალმა" პირველი ადგილი უნდა დაიკავოს."

"გუნდი არავითარ რეკორდებზე არ ვფიქრობთ, ჩვენი მთავარი საზრუნავი მუდამ გამარჯვებაა, ციფრები და სტატისტიკა კი თავისთავად მოდის."

"ბურთის ფლობა კარგად შემიძლია, თუმცა ვთვლი, რომ ეს ჩემი მაქსიმუმი არ არის. მწვრთნელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროგრესი ვაჩვენო და ბევრად უფრო სოლიდური გავხდე. შრომა არასდროს მითაკილია, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები საუკეთესო კონდიციაში ჩასადგომად."

"მოედანზე დიდი პასუხისმგებლობით გავდივარ. კარლო ხშირად მაძლევს სათამაშო წუთებს და ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო ბოძებული დრო. ეს სამეფო კლუბია, სადაც თითოეულმა ფეხბურთელმა დიდი ყურადღებით უნდა ითამაშოს."

"ეროვნულ ნაკრებსა და სამეფო კლუბს თანაბარ მნიშვნელობას ვანიჭებ. მოხარული ვარ, რომ დიდიე დეშამმა კაპიტნის სამკლაური გადმომცა, ეს ჩემთვის დიდი პატივი და მოტივაცია იყო." dle 10.1

  • Hala
  • 25 ნოემბერი 2014
  • 1880
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)