მანჩესტერ "იუნაიტედს" გეგმები ჩაუფლავდა

გასულ სეზონში მანჩესტერ "იუნაიტედს" სერიოზული მიზნები ჰქონდა.


წინა ზაფხულს, როდესაც წითელი ეშმაკები გამოემშვიდობნენ დავიდ მოიესს, გუნდის ხელმძღვანელობამ დაიწყო ფიქრო, თუ ვინ მოეწვიათ კლუბის მთავარ მწვრთნელად. მანჩესტერელებმა დამხმარე მწვრთნელის პოზიციაზე გუნდის უელსელი ლეგენდა, რაიან გიგზი დანიშნეს და კონსულტაციებიც სწორედ მასთან გაიარეს. გიგზის და "იუნაიტედის" თავკაცების აზრით, ოლდ ტრაფორდი კარლო ანჩელოტის უნდა ჩაებარებინა.

როდესაც ბრიტანელებმა იტალიელ სპეციალისტს წინადადება შესთავაზეს, კარლომ მტკიცე უარი განუცხადა. ანჩელოტის მადრიდის "რეალში" დიდი ხნით დარჩენა ჰქონდა განზრახული და მასთან რაიმე ახალი, უკეთესი პირობების წამოყენებას მანჩესტერის მხრიდან, აზრი არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ, ინგლისელებმა ხელშეკრულება გააფორმეს ვან გაალთან, რომელიც დღემდე გუნდის მთავარი მწვრთნელია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი და ანჩელოტი ახალ კონტრაქტზე მუშაობენ, რომლის მიხედვითაც "პაპა კარლო" კიდევ რამდენიმე წლით დარჩება სამეფო კლუბში. ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას ჟურნალისტები უახლოეს საათებში გეგმავენ.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 25 ნოემბერი 2014
  • 3397
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)