იგუანის პრეს-კონფერენცია

გონსალო იგუანმა იცის, რომ ჩემპიონატი დაძაბული იქნება, მაგრამ იმედოვნებს, რომ კლუბი ამისგან სარგებელს ნახავს. არგენტინელმა განაცხადა , რომ ის გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მომდევნო სეზონში ძირითადის ფეხბურთელი გახდეს.


ჩემპიონატი ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი იქნება წელს, ვიდრე ოდესმე

ეს სიმართლეა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს კლუბისთვის კარგია. ძალიან კარგი ფეხბურთელები შემოუერთდნენ კლუბს და შესაბამისად ძირითადში ადგილის დაკავება ძალიან ძნელი იქნება. ჩვენ ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა დავანახოთ მწვრთნელს, რომ მას შეუძლია ნებისმიერი ჩვენგანის იმედი ქონდეს.

რას იტყვით იმაზე, რომ ბარსელონამ შეიძლება იბრაგიმოვიჩი იყიდოს?


ეხ სხვა კლუბს ეხება. მე ეხლა უფრო მადრიდის რეალზე ვფიქრობ , ვფიქრობ იმაზე, რომ მომდევნო სეზონი რაც შეიძლება კარგი გამოვიდეს. რა თქმა უნდა, იბრაგიმოვიჩი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, მაგრამ ერთადერთი, რაც მე ამ ეტაპზე მადარდებს,არის ის, რომ გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი და დავეხმარო კლუბს.

ვინ ჯობია იბრაგიმოვიჩი ,კრიშტიანო თუ ბენზემა?

ჩვენ კლუბში გვყავს რონალდუ და ბენზემა და ამით ვამაყობთ, რადგან ისინი საუკეთესო ფეხბურთელები არიან. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იბრაგიმოვიჩი ცუდი ფეხბურთელია.

ხართ თუ არა გაოცებული ირლანდიაში ვარჯიშის ტემპებით?

ეს ყველაფერი აქ ძალიან კარგია , აქ ამინდიც საუკეთესოა და ხალხიც, ისინი ჩვენდამი დიდ სიყვარულს და მხარდაჭერას გამოხატავენ და ამით თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ.

მზად ხართ თუ არა მომდევნო სეზონში ძირითადში მოსახვედრად ბრძოლისთვის?

რა თქმა უნდა. ეს ნორმალურია. ყველა ფეხბურთელი ამისთვის მზადაა. მე ბევრს ვიბრძოლებ ამისთვის, ვინაიდან ძირითადში მოხვედრა მხოლოდ დიდი ბრძოლის შემდეგ შეგეძლება.

ახალ მწვრთნელზე რას ფიქრობ?


ის შესანიშნავი ადამიანი და მწვრთნელია, რომელმაც იცის ლა ლიგა მისი ვილიარეალში დაგროვილი გამოცდილების წყალობით. ვიმედოვნებ, რომ ის ისეთივე წარმატებული იქნება ჩვენთან, როგორც ლივერ პლეიტთან , სან ლორენცოსთან და ვილიარეალთან.

მზადაა თუ არა კლუბი სეზონისთვის?

დიახ, ჩვენ ძალიან ამბიციურად ვართ განწყობილნი. განსაკუთრებით ისინი, ვინც აქ დავხვდით ახალმოსულებს.


პრესა აჭრელებული იყო იმ ფაქტით, რომ მწვრთნელი ვარჯიშის დროს შეტევის ხაზში აყენებდა რაულსა და ბენზემას . ბევრი აკრიტიკებდა პელეგრინის იმის გამო, რომ მან კაპიტანი დააყენა შენს ნაცვლად , რას იტყვით ამაზე?


ამის შესახებ უფრო უკეთესი იქნება თუ მწვრთნელს კითხავთ თავად, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას. ჩვენ ყველა მზად ვართ , რომ დავეხმაროთ კლუბს მოგებაში. მე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ გულშემატკივრებს ჩემი ნახვა სურთ ძირითადში, მაგრამ ჩვენ ასევე პატივი უნდა ვცეთ სხვების გადაწყვეტილებას. მე ჩემი მხრიდან ცდას არ დავაკლებ, რომ ძირითადში მოვხვდე, მაგრამ ყველაფერს საბოლოოდ მაინც მწვრთნელი წყვეტს.

მიუხედავად შესანიშნავად ჩატარებული სეზონებისა, ისე გამოდის, რომ შენ თამაშს ყოველთვის სათადარიგოთა სკამიდან იწყებ, ეს რამდენად გაწუხებს?

არა , ეს მე უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს. ყველაზე მთავარი ისაა, თუ როგორ დავასრულებ წელს. სეზონი ძალიან ხანგრძლივია და წინასასეზონო ვარჯიშები გაძლევს იმის საშუალებას, რომ ბოლომდე გაუძლო ამ ხანგრძლივ შეჯიბრს.

რას იტვით კრისტიანოზე?

ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და ყველანი ვიმედოვნებთ , რომ წელს რონალდუ ძალიან დაგვეხმარება.

ისე ჩანს, რომ ბენზემა იქნება ძირითადში , რას იტყვი სხვა ფორვარდებზე?

არ ვთვლი საჭიროდ, რომ ვინმე ვინმეს შევადარო, ჩვენ ყველანი ხელმისაწვდომნი ვართ მწვრთნელისთვის და ყველანი კლუბისთვის ვმუშაობთ.

რა მოხდება, თქვენი აზრით, სეზონის ბოლოს?

მე ყველაფრის მოგება მინდა. ბევრი რამე დევს სასწორზე და თუ ამას მივაღწევთ , მაშინ ეს მე ძალიან გამიხარდება.

კვლავ ფიქრობთ თუ არა მსოფლიოს თასზე?

ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ჩვენგანმა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მოცემული შანსი, ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ნაწილი გახდეს.

როგორ შეიცვალა კლუბი ახალი ფეხბურთელების მოსვლის შემდეგ?

ჩვენ უმაღლესი დონის ახალი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინათ არავინ გვყავდა. იმათმა, ვინც ამ ზაფხულს შემოგვიერთდნენ, დიდი სამუშაო გასწიეს თავიანთ წინა კლუბებში და ვიმედოვნებთ, რომ ანალოგიურ სამუშაოს გასწევენ მადრიდის რეალისთვის.

იცით თუ არა შამროკ როვერსი ?

ჩვენ ვიცით, რომ მათ ძლიერი კლუბი ყავთ და ის, რომ ისინი მეორე ადგილზე არიან სატურნირო ცხრილში. ჩვენ უნდა მოვიგოთ, ვინაიდან ჩვენ თამაშს ბევრი გულშემატკივარი იხილავს.


წყარო: realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 17 ივლისი 2009
  • 4235
  • 1

1

10 აპრილი 2018 21:27

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Pirveli

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)