ანჩელოტი: „იანვარში არავის შევიძენთ“

სამეფო კლუბის დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ, ესპანეთის ნაციონალური რადიოს პირდაპირ ეთერში ისაუბრა.


- როგორია თქვენი გეგმა მოდრიჩის არყოფნის პირობებში?
- საბედნიეროდ შემადგენლობაში გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც შექმნილ სიტუაციაში დაგვეხმარებიან.შარშან ანალოგიური პრობლემა იდგა დღის წესრიგში, როდესაც ხედირამ მიიღო ტრავმა და ალბათ, გახსოვთ, რომ უმტკივნეულოდ მოვახერხეთ გერმანელის ჩანაცვლება.მოდრიჩის ნაცვლად, ილიარას, სემისა და რა თქმა უნდა, ისკოს ძალუძთ თამაში.უახლოს მატჩებში გაირკვევა, თუ ვისზე შევაჩერებთ არჩევანს.

- ბუნებრივია, ისკო არ არის მიჩვეული დაცვითი ნახევარმცველის ფუნქციების შესრულებას, თუმცა მომდევნი თამაშებში ყველანაირ ვარიანტს გამოვცდით.

- ბეილი, ბენზემა და რონალდუ შესანიშნავ ფორმაში არიან.ისინი ისე გააგრძელებნ თამაშს, როგორც აქამდე და ბევრ წარმატებას მოუტანენ გუნდს.

- ილიარამენდი 100 პროცენტით მზად არ არის.ტრავმის მიღების შემდეგ, სარებაილიტაციო კურსს გადის.ამ ეტაპისათვისთ, ხედირასა და ისკოს შორის მოგვიწევს არჩევანის გაკეთება.

- შეიძლება ითქვას, რომ მოცემული მომენტისათვის, ახლოს ვართ იდეალურ ფეხბურთთან.კლუბში ბრწყინვალე ატმოსფეროა შექმნილი და ფეხბურთელებიც დიდებულად ასპარეზობენ.ჩვენი ქომაგები საკმაოდ მომთხოვნები არიან, თუმცა ეს ძალიან გვეხმარება.

- ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან რთული იყო და დარწმუნებული ვარ, ტიტულის დაცვა უფრო დიდ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული.

- ვფიქრობ, მოურინიოს „ჩელში“ უფრო სახიფათოა, ვიდრე „ბაიერნი,“ რამეთუ ლონდონელებმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს შემადგენლობა.

- რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, რომ რაც შეიძლება დიდხნას დავრჩე მადრიდულ გრანდში.

- მიუხედავად მოდრიჩის ტრავმისა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არავის შევიძენთ.საჭიროების შემთხვევაში, კასტილიელ მედრანს მოვიხმობთ, რომელიც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)