ვინ იქნება კრიშტიანუს შემცვლელი?

მადრიდის "რეალი" კრიშტიანუს შემცვლელს ეძებს.


კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ეს ეჭვგარეშეა, მაგრამ მოვა დრო და გუნდს მისი შემცვლელი დასჭირდება, რადგან შეუცვლელი ნამდვილად არავინ არ არის. "რეალის" ხელმძღვანელობა ისეთ ფხბურთელს ეძებს, რომელიც პორტუგალიელის შეცვლას სრულფასოვნად და ღირსეულად შეძლებს.

ფლორენტინო პერესი მემფის დეპაის და მარკო როისის კანდიდატურებს განიხილავს. მარკო დიდი ხანია "დორტმუნდის" რიგებში ასპარეზობს და მუდამ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მისით პერესი დიდი ხანია ინტერესდება. ასევე საუბარია დეპაიზეც, რომელიც ძალიან ნიჭიერი და სწრაფი ფეხბურთელია. ის ამჟამად "პსვ"–ს რიგებში ირიცხება.

ადვილი არაა, რომ ჩაანაცვლო რონალდუ, რადგან ამას თითქმის ვერცერთ ახლაგაზრდა ფეხბურთელს ვერ მოსთხოვ, მაგრამ დროთაგანმავლობაში ყველაფერი შესაძლებელია.

ვინ იქნება კრიშტიანუს შემცვლელი?

მარკო როისი
25 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ნახევარდაცვაში ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. გერმანელ ფეხბურთელთა შორის ერთ–ერთი ყველაზე ნიჭიერი და ელეგანტური მოთამაშე. მას მუხლის ტრამვის გამო მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია, მაგრამ მან დბრუნდების შემდგომ 6 მატჩში 2 ბურთის გატანა შეძლო. გასულ სეზონში, კი საერთო ჯამში 15 ბურთი გაიტანა.

მისთვის "სამეფო კლუბთან" ერთად "ბაიერნიც" იბრძვის. მარკოს 4–3–3 და 4–2–3–1 წყობაზე შესანიშნავად შეუძლია თამაში.

ვინ იქნება კრიშტიანუს შემცვლელი?

მემფის დეპაი
ჰოლანდიელი ფეხბურთელი, რომელსაც 20 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის საშუალება მიეცა და 2 ბურთის გატანაც მოახერხა. მისი თამაშით ყველა გაოცებულია და ეჭვი არავის არ ეპარება იმაში, რომ ის მომავალში ერთ–ერთი საუკეთესო იქნება.

მან გასულ სეზონში "პსვ"–ს შემადგენლობაში 12 ბურთის გატანა შეძლო. ახლა, კი ის ამ გუნდის ლიდერია და მწვრთნელი მასზე დიდი იმედებს ამყარებს.

სრულიად შესაძლებელია, რომ მან მომავალში პორტუგალიელი ვარსკვლავი იდეალურად ჩაანაცვლოს და მისი ღირსეული მემკვიდრე გახდეს.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)