ვარანი : "განვითარება შეგვიძლია"

რაფაელ ვარანი, რომელის საფრანგეთის ნაკრებთან ერთად იმყოფება, "მარკას" ჟურნალისტს გაესაუბრა...


"მადრიდის "რეალი" საოცარი გუნდია, რომელიც შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს. ჩვენ გვყავს სოლიდური დაცვა და ბრწყინვალე თავდასხმა, კარლო ანჩელოტიმ თვალწარმტაცი კოლექტივი ჩამოაყალიბა, თითოეულმა ფეხბურთელმა იცის თუ რა უნდა გააკეთოს მოედანზე. იმედი მაქვს მიღწეულით არ დავკმაყოფილდებით და პროგრესირებას განვაგრძობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის."

"ხარისხის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პრიორიტეტი განვითარება უნდა იყოს, რესურსი ნამდვილად არსებობს, მთავარი შრომა და თავდადებაა, რომელიც არასდროს დაგვზარებია."

"ბევრი გვარდიოლას "ბარსელონას" გვადარებს, რადგან ეს კოლექტივი ნამდვილად მომაკნდინებელ ძალას წარმოადგენდა, მაგრამ მადრიდის "რეალი" საკუთარ ისტორიას თავიდან წერს. ამ კლუბს ტრადიციები ისედაც არ აკლია და არავისთან შედარება არ არის საჭირო. ჩვენ ვართ "ბლანკოსი", რომელიც მოწოდების სიმაღლეზე დგას და მწვერვალებს იპყრობს."

"იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონთა ლიგას წელსაც მოვიგებთ, ეს იქნება ნამდვილი საოცრება. ისტორიას მსგავსი პრეზენდენტი არ ახსოვს, გუნდის ფორმირების პროცესში აღარ არის, რადგან კარლომ საკუთარი ფილოსოფია უკვე დანერგა, აქედან გამომდინარე შანსები დიდია, თუმცა დიდი ძალისხმევა გვმართებს."

"კლუბში უდიდესი კონკურენციაა, თითოეულ მოთამაშეს ულევი ტექნიკური არსენალი აქვს, აქედან გამომდინარე მუდმივი მობილიზაციაა საჭირო."

"თუ გსურს ბევრი იშრომო და ვინმეს მაგალითზე გახდე წარმატებული, აუცილებლად უნდა გაიხედო კრიშტიანო რონალდუსკენ, რომელმაც ყველაფერი მოიგო და ყველაფერს მიაღწია, თუმცა არ ჩერდება და ყოველდღიურად მაქსიმალურად იხარჯება "ვალდებებასის" საწვრთნელ ბაზაზე. პორტუგალიელი ყოველთვის საუკეთესო გზებს ეძებს იმისათვის, თუ როგორ მიაღწიოს სრულფასოვნებას." dle 10.1

  • Hala
  • 13 ნოემბერი 2014
  • 1559
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)