ხამესი : "ნაკრებისა და კლუბის სათამაშო ფილოსოფია განსხვავდება"

ხამეს როდრიგესი "კოლუმბიის" ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, სამეფო კლუბის შემტევმა ჟურნალისტების დრო გამონახა და ინტერვიუ ჩაწერა...


"ყველა იმაზე საუბრობს, რომ კოლუმბიის ნაკრების შეტევითი პოტენციალის გასაუმჯობესებლად ბევრ რამეს ვაკეთებ და ეს ბუნებრივიცაა, რადგან მთავარ მწვრთნელს კონკრეტული დავალება არ აქვს მოცემული, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოედანზე სრული თავისუფლება მქონდეს, რასაც ვერ ვიტყვით მადრიდის "რეალზე", სადაც კოლექტივი ვარსკვლავებით არის დახუნძლული და ყველას შენს თამაშს ვერ მოახვევ თავს. კარლო ანჩელოტისთან კონკრეტულ დავალებებს ვიღებ და სწორედ იმას ვასრულებ, რასაც მწვრთნელი მეუბნება, ხშირად მიწევს უკან ჩამოსვლა და საყრდენთა დახმარება. ზოგადად, ნაკრებებისა და კლუბების ფილოსოფია ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება."

"მადრიდის "რეალში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ადაპტაცია იოლი არ ყოფილა, თუმცა შემიძლია განვაცხადე, რომ ესპანურ გარემოს კარგად შევეწყვე და მაქსიმუმს ვაკეთებ პროგრესისთვის."

"კარლო ანჩელოტის დიდ მადლობას ვუხდი საქებარი სიტყვებისთვის, რადგან მთავარი მწვრთნელი კომპლიმენტს გეუბნება, ესეიგი საქმეს აკეთებ სწორედ ისე, როგორც მას სურს. ვეცდები მომდევნო თამაშებში კიდევ უფრო პროდუქტიული ვიყო." dle 10.1

  • Hala
  • 13 ნოემბერი 2014
  • 1720
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (356)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)