ინძაგიმ მადრიდელთა სათადარიგო სკამს დაუმიზნა

იტალიურ საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, "მილანის" მთავარი მწვრთნელი, ფილიპო ინძახი უკვე სერიოზულად ინტერესდება ასიერ ილიარამენდისა და სამი ხედირას შეძენით...


"როსონერის" თავკაცის აზრით მათი შანსი კარლო ანჩელოტისთან მინიმალურია, რადგან ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი მოწოდების სიმაღლეზე დგანან. მათი თამაშის თამამად იძლევა იმის თქმის საბაბს, რომ ბასკ და გერმანელ ნახევარმცველს მთელი სეზონის გატარება სათადარიგოთა სკამზე მოუწევთ, რაც პირველ რიგში მსოფლიო ჩემმპიონის ინტერესებში არ შედის.

იტალიელებს ფლორენტინო პერესთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვთ, აქედან გამომდინარე საინტერესო შეთავაზების შემთხვევაში მათ შესაძლოა თანხმობა მიიღონ, მაგრამ გასათვალისწინებელია ნახევარმცველთა აზრი. სურთ თუ არა მათ "მილანში" გადასვლა, "შავ-წითლებში", რომელიც საკმაოდ სერიოზულ პროექტს იწყებს, რადგან სხვა შემთხვევაში მისი დიადი სახელი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

ჯერ-ჯერობით არავითარი ფინანსური დეტალი არ ხმაურდება. შესაძლოა იტალიელებს შეთავაზება ფორმირების პროცესში ჰქონდეთ, საბოლოო გადაწყვეტილება კი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღონ. dle 10.1

  • Hala
  • 13 ნოემბერი 2014
  • 1567
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)