ბუსკეტსი : "რეალმა ბევრი ასპექტი გააუმჯობესა"

სერხიო ბუსკეტსმა "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალზე" ისაუბრა...


"ჩემსა და პეპეს შორის არაერტი ინციდენტი დაფიქსირებულა, რადგან ორივე ისეთ პოზიციაზე ვთამაშობთ, სადაც სიხისტე გარკვეული დოზით საჭიროა. "ელ კლასიკო" ყოველთვის ივსება ემოციებით, რომელიც ფეხბურთელებზეც გადმოდის. პორტუგალიელთან არაერთხელ შევსულვარ ორთაბრძოლაში."

"მადრიდულმა გიგანტმა გუნდიდან ჩაბი ალონსო გაუშვა. ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ჩვენ არაერთი პაექრობა გაგვიმართავს ერთად და ზუსტად ვიცი თუ რა დონეს წარმოადგენს ბასკი ნახევარმცველი. "რეალს" ჩაბი ნამდვილად დააკლდა, თუმცა კარლო ანჩელოტიმ ტონი კროოსის სახით ბრწყინვალე ფეხბურთელი იპოვა."

"მოედნის ხედვა როგორც ალონსოს, ასევე კროოს ბრწყინვალე აქვს, გერმანელი ასევე სიზუსტის მაქსიმუმს გვაჩვენებს. ალონსოს ძალიან უყვარს გრძელი და გამჭოლი გადაცემების გაკეთება. ამ ორი ფეხბურთელის შედარება ურიგო იქნებოდა, რადგან ესპანელმა საუკეთესო წლები უკვე გალია, ტონის კი ბევრი რამ აქვს საჩვენებელი."

"კრიშტიანოსა და ლიონელ მესიზე საუბარი აღარ მსურს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საუკეთესო არგენტინელია, "რეალის" ფეხბურთელებისთვის კი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი პორტუგალიელი წინახაზელი გახლავთ. მთავარი გუნდური სულისკვეთება და წარმატებაა, შედარებებით თავს ნუ დავიღლით."

"კლასიკოში სამართლიანად დავმარცხდით. პირველი ნახევარი კარგად დავიწყეთ და ნორმალურ ტემპში გავაგრძელეთ, თუმცა მეორე ტაიმში ნამდვილად არ ვაკეთებდით იმას, რაც მთავარმა მწვრთნელმა დაგვავალა, მოვდუნდით და ბურთები გავუშვით საკუთარ კარში. "ბლანკოსს" კონტრ-შეტევა არ უნდა აცადო, ისინი ძალიან სწრაფად გადადიან მეტოქის ნახევარზე."

"დედაქალაქელებმა სათამაშო ფილოსოფია შეცვალეს, ისინი მუდამ კონტრ-შეტევაზე არ არიან ორიენტირებულნი, თუმცა ეს ასპექტი ძალიან დახვეწილი აქვთ."

"მოურინიოს შესახებ ვერაფერს გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი გახდება თუ არა ის "ბლაუგრანას" მწვრთნელი. ლაპორტას პიროვნულად დიდ პატივს ვცემ." dle 10.1

  • Hala
  • 13 ნოემბერი 2014
  • 2905
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)