ვალდერამა : "ჩიჩას მეტი დრო უნდა მიეცეს, ხამესი მოწოდების სიმაღლეზეა"

ლეგენდარული ვალდერამა ხავიერ ერნანდესსა და ხამეს როდრიგესზე საუბარობს...


"კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებში დიდი ხნის მანძილზე მძვინვარებდა "ათიანის" პრობლემა, თუმცა თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ხარვეზი სრულად იქნა აღმოფხვრილი. ხამეს როდრიგესი ბრწყინვალე ახალგაზრდაა, რომელიც უმაღლესი კლასის თამაშს აჩვენებს, როგორც მადრიდის "რეალში", ასევე ეროვნულ გუნდში."

"ხამესმა მადრიდულ გიგანტში ფეხი სრულფასოვნად მოიკიდა. ის კარლო ანჩელოტის ნდობით აღჭურვილი პირია. რაც შეეხება ჩიჩარიტო ერნანდესს, მას მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცეს, რადგან მექსიკელში აშკარად არის ნიჭი, რომელსაც გამოვლენა სჭირდება."

"კარლო ანჩელოტის კოლექტივში ძალიან დიდი კონკურენციაა, აქედან გამომდინარე ძირითად თერთმეტეულში მოხვედრა უდიდესი შრომასთან არის დაკავშირებული. ჩიჩარიტომ დიდი მოტივაციით უნდა ივარჯიშოს და მწვრთნელს საუკეთესო მონაცემები დაანახოს." dle 10.1

  • Hala
  • 12 ნოემბერი 2014
  • 1571
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)