მორატა : "ჩემი მთავარი დამხმარეები რამოსი და იკერი არიან"

ალვარო მორატა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში იქნა გამოძახებული, რაც ახალგაზრდა კანტერანოსთვის ძალიან დიდი წარმატებაა. სერია "ა"-ში ნაყოფიერი გამოსვლა "ფურია როხას" თავკაცს, ვისენტე დელ ბოსკეს არ გამორჩენია. მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილმა Cadena Cope-სთან ინტერვიუ ჩაწერა...


იუვენტუსი

"იტალიაში ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემპიონატს ალღო ავუღე და ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო. სწორი ნაბიჯი გადავდგი, როდესაც ესპანეთის დატოვება გადავწყვიტე."

ეროვნულ ნაკრებში გამოძახება

"დიდი ოცნება ამიხდა. აქ ყოფნა ჩემთვის უდიდესი პატივია. ვცდილობ, ზუსტად აღვიქვა და შევაფასო ის მოვლენები, რომელიც ჩემს ირგვლივ დატრიალდა."

მხარში მდგომები

"ყოველთვის, ყველაზე მეტად მხარში სერხიო რამოსი და იკერ კასილასი მედგნენ, ისინი ყოველთვის მამხნევებდნენ. ანალოგიური იქნება ეროვნულ გუნდში. ორივე მოთამაშეს უდიდესი გამოცდილება აქვს, აქედან გამომდინარე მათი რჩევა-დარიგებების მოსმენა და გათვალისწინება ურიგო არ იქნება."

ლორენტეს რჩევა

"მან წარმატებები მისურვა და მითხრა, რომ მაქსიმალურად დავხარჯულიყავი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გულის მოსაგებად."

იუვენტუსი და რეალი

"უდავოა, რომ საკუთარ ჩემპიონატებში ორივე გუნდი მოწოდების სიმაღლეზე დგას. "რეალი" ესპანეთში საუკეთესია, "ბებერი ქალბატონი" კი იტალიაში იწონებს თავს. სეზონის ბოლოს თამამად შემეძლება ვთქვა, თუ რომელი კლუბია ევროპაში საუკეთესო."

მადრიდში დაბრუნება

"იტალიაში ძალიან ბედნიერი ვარ და კარიერული თვალსაზრისით წინსვლა მაქვს. ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით. ნამდვილად არ მაქვს გადაწყვეტილი დავბრუნდები თუ არა, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს."

გზების გადაკვეთა

"არ გამოვრიცხავ, "იუვეს" და "ბლანკოსის" გზები გადაიკვეთოს, თუმცა იქამდე შორია. dle 10.1

  • Hala
  • 12 ნოემბერი 2014
  • 2205
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)