14 მადრიდისტა ნაკრებშია გამოძახებული

სანაკრებო ბატალიები მოახლოვდა და ბუნებრივია, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებში გამოიძახეს...


იკერ კასილასი, სერხიო რამოსი და ისკო ალარკონი ვისენტე დელ ბოსკემ, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში იხმო. "ფურია როხა" ორ პაექრობას გამართავს.

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ახალმა თავკაცმა, კრიშტიანო რონალდუს და კეპლერ პეპეს გამოძახება გადაწყვიტა. სამწუხაროდ, ფაბიო კოენტრაუ კვლავაც ტრავმის მოშუშების პროცესშია და ეროვნული გუნდის დახმარებას ვერ მოახერხებს.

რაფაელ ვარანს და კარიმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა უხმო. ახალგაზრდა მადრიდისტები ალბანელებთან და შვედებთან გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას.

სამი ხედირა ნაკრებში ბრუნდება. იოჰამ ლიოვმა ტრავმამოშუშებული ნახევარმცველი გუნდში იხმო, მასთან ერთად კი საკუთარი ქვეყნის პრესტიჟს ტონი კროოსი დაიცავს.

ხორვატები არგენტინის ნაკრებთან გაარკვევენ ურთიერთობას, ნაკრების დასახმარებლად კი მთავარმა მწვრთნელმა ლუკა მოდრიჩს უხმო.

ისევე როგორც სამი ხედირა, ასევე გარეთ ბეილი 100%-ით მზად არის და ის უკვე გამოიძახა "უელსის" ნაკრების თავკაცმა.

ხამეს როდრიგესი კოლუმბიის ნაკრებშია გამოძახებული მადრიდელი "ათიანი" ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების, შემდეგ კი სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზებს.

ჩიჩარიტო ერნანდესი მექსიკის გუნდის დასახმარებლად გაემართა. მექსიკელები ჯერ ჰოლანდიას, შემდეგ კი ბელორუსიას ესტუმრებიან.

და ბოლოს. კოსტა-რიკის ეროვნული ნაკრების ღირსებას კეილორ ნავასი დაიცავს, მას ურუგვაის გუნდთან მოუწევს კარის დაცვა. მატჩს ამხანაგური სარჩული ექნება. dle 10.1

  • Hala
  • 11 ნოემბერი 2014
  • 2418
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)