ხენტო: "კრიშტიანუ 21-ე საუკუნის დი სტეფანოა"

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულმა მოთამაშე ხენტომ, კლუბში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.


- როგორ მოგწონთ მადრიდელთა ამჟამინდელი ფორმა?
- ბრწყინვალეა. თეთრები საუკეთესო ფორმაში იმყოფებიან.მათ აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ ბევრი ტიტული მოიგონ.

არის კრიშტიანუ დი სტეფანოს ღირსეული მემკვიდრე?
- რა თქმა უნდა. დი სტეფანო ჩემი კერპი იყო.ის მადრიდელთა რიგებში, პირველად, 27 წლის ასაკში გამოჩნდა და მაშინვე სასწაულების ჩადენა დაიწყო.

ფიქრობთ, რომ რონალდუს შეუძლია ასეთივე სასწაულების მოხდენა?
- პორტუგალიელი უდიდესი ფეხბურთელია.ის 21-ე საუკუნის დი სტეფანოა. ეს ორი ვარსკვლავი მუდამ ემახსოვრება საფეხბურთო სამყაროს.როდესაც მე ვიტანდი 12-13 გოლს, ვფიქრობდი, თუ როგორი რთული იყო ამის გაკეთება, თუმცა კრიშტიანუს შემხვედრა მგონია, რომ ყველაფერი ადვილია.

კრიშტიანუსთან ხშირი კონტაქტი გაქვთ?
- არც ისე. უკანასკნელად, ჩემპიონთა ლიგის კენჭისრყის დროს ვესაუბრე.

ოდესმე გისაუბრიათ მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ტიტულებზე?
- დიახ, ხუმრობით, მაგრამ ჩემს აქტივში, 12 ტიტული ირიცხება და ასაკიდან გამომდინარე, არა მგონია, რონალდუმ შეძლოს გამეორება (იცინის).

კრიშტიანუმ განაცხადა, რომ სურს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოთა შორის მოხვედრა.თქვენი აზრით, მან უკვე შეძლო ეს?
- ნამდვილად, ის უკვე ერთ-ერთი საუკეთესოა ისტორიაში. მას უამრავი ტიტული აქვს და უდიდესი ფეხბურთელია, ისევე როგორც მესი. ამ ორ ფეხბურთელს ყველაფრის მოგება შეუძლიათ. ჩემი აზრით, რონალდუ უძლეირესია და მუდამ ასე იქნება.

რას იტყვით ოქროს ბურთზე? იმსახურებს მას?
- რა თქმა უნდა. მან ყველაფერი გააკეთა ამ ტიტულის მოსაპოვებლად. ზოგადად ინდივიდუალურ ტიტულებს საკლუბო ტიტულები მირჩევნია, მაგრამ ბუნებრივია, სასიამოვნოა, როდესაც ინდივიდუალურ პრიზსაც მადრიდელი ფეხბურთელი იღებს.

რას იტყვით ბეილზე?
- ის უკვე შემდგარი ვარსკვლავია.გარეთი დაახლოებით ჩემი სტილის მოთამაშეა.მას ძალუძს რონალდუს არყოფნაში ლიდერი როლის მორგება.აქვს ყველანაირი თვისება, რომ მომავალში "ოქროს ბურთი" მიიღოს.

ოდესმე თუ გითამაშიათ მასსავით მარჯვენა ფლანგზე?
- კარიერის მანძილზე არასდროს. ჩემი ძირითადი მოვალეობა მარცხენა ფლანგიდან შეტევა იყო. ბეილსაც შეუძლია ჩემს პოზიციაზე თამაში, თუმცა ეს ადგილი რონალდუს საკუთრებაა.

ბეილისა და რონალდოს გარდა, კიდევ რომელ მოთამაშეს გამოარჩევდით?
- ბენზემას. ფრანგი დიდებულ ფორმაში იმყოფება.ასევე პეპეს, რამოსს, კასილასს, კროოსს, რომელიც ჩინებულად მოერგო მადრიდულ გრანდს.

ბეილის დაბრუნება, ნიშნავს თუ არა ხამესის ან ისკოს ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნას?
- სამწუხაროა, რომ სამივეს ერთად თამაში შეუძლებელია. მაგრამ სეზონი გრძელია და დარწმუნებული ვარ, ყველას მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.

რას იტყვით კასილასზე?
- ის ნამდვილი ფენომენია.ჩვენ მას ძეგლი უნდა დავუდგათ. არ მესმის იმ ხალხის, რომელიც მას უსტვენს. კასილასი უკვე არის მადრიდისა და ესპანეთის ლეგენდა. ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან. დარწმუნებული ვარ, იკერი კიდევ დიდხანს დარჩება მადრიდში.

როგორ შეაფასებდით მადრიდელთა მიმდინარე სათამაშო ფორმას?
- ეს ძალიან მარტივია. მწვრთნელმა იცის, თუ როგორ ათამაშოს გუნდი. მას თითქოს უხილავი გასაღები აქვს.

შეგიძლიათ შეადაროთ თქვენი და მიმდინარე დროის რეალი?
- ეს საკმაოდ რთულია. ორივე გუნდი ერთმანეთისგან განსხვავებულია. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩემს დროს თამაშის სხვანაირი სტილი იყო, მაგრამ შედეგების მხრივ ორივე გუნდი უძლიერესია.

მარკოს ლორენტე, თვქენი ძმიშვილი, სულ მალე შეიძლება ძირითად გუნდში მოხვდეს.
- ის კარგ ფორმაშია და ნამდვილად შეუძლია ამის გაკეთება. მთავარია მონდომება და მოთმინება, შედეგი კი აუცილებლად მოვა.

რას იტყვით კლუბის საპატიო პრეზიდენტის ტიტულზე?
- არა, სჯობია ეს წოდება კვლავ ალფრედოს დარჩეს. ახლა ჩემთვის უმჯობესია მივხედო შვილიშვილებს, ვუყურო ფეხბურთს და დავტკბე ცხოვრებით. 81 წლის ასაკში უკეთესს ვერაფერს ვინატრებ. dle 10.1

  • Isco-23
  • 11 ნოემბერი 2014
  • 1539
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)