ანჩელოტი: „კროოსმა ალონსო წარმატებით ჩაანაცვლა“

„რეალის“ იტალიელმა დამირეგებელმა კარლო ანჩელოტიმ, ONDA CERO-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.


„სანტიაგო ბერნაბეუს“ გასახდელი: „გასახდელში ყველაფერი რიგზეა. მოთამაშეები ძალიან კმაყოფილნი არიან. ვცდილობ მაქსიმალურად, ყველამ მიიღოს სათამაშო დრო. „თეთრი“ მასიურის მორგებისთანავე უდიდესი პასუხისმგებლობა გენიჭება და ეს კარგად უნდა გააცნობიერო. ჩემმა ფეხბურთელები ზუსტად იციან, თუ რა ნიშნავს „რეალის“ რიგებში ასპარეზობა. „ბლანკოსი“ საუკეთესო გუნდია, სადაც კი ოდესმე მიმუშავია.“

პრეზიდენტები: „ძალიან ბევრ პრეზიდენტებთან მქონია კავშირი. ანიელი, ბერლუსკონი, აბრამოვიჩი და ახლა ფლორენტინო პერესი. ისინი განსხავავებულნი პიროვნებები არიან, თუმცა ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: „იბრაჰიმოვიჩს მხოლოდ კატალონიურ გუნდში ჰქონდა პრობლემები, სხვაგან არსად. ზლატანთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაკავშირებს. პატივს ვცემ, ჯერ როგორც ადამიანს და შემდეგ როგორც ფეხბურთელს. ის ფანტასტიკური პირვნებაა.“

ტონი კროოსი: „ჩაბი ალონსოს წასვლის შემდეგ, „რეალის“ პროფესორი ტონი კროოსი გახდა. მან შეძლო და წარმატებით ჩაანაცვლა ესპანელი ფეხბურთელი. გაოცებული ვარ, რადგან მიუხედავად დიდი ზეწოლისა, მწვანე მინდორზე ძალიან თავდაჯერებულია და არასოდეს ნერვიულობს.“

„კროოსი მეტად ნიშანდობლივი მოთამაშეა.ის დიდ საქმეს ასრულებს მოედნის ცენტრში. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდაა. ტონი სწარაფია და პასის დროს ყოველთვის საუკეთესო ადრესატს ირჩევს. ბურთის დაკარგვა არ ჩვევია და დაცვაშიც ნაყოფიერად ირჯება.“

დი მარია: „ქომაგებმა მისი და ხამეს როდრიგესის შედარება დაიწყეს, რაც არასწორია, რამეთუ ისინი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან.დი მარიას შეეძლო შტურმით აეღო ნებისმიერი მატჩი, მაგრამ ხშირად, კონტროლს კარგავდა და არაზუსტ პასებს აკეთებმა მნიშვნელოვან მომენტებში."

ლა დესიმა: „ჩემიპიონთა ლიგის ტიტული რომ არ მომეგო, მაინც აქ ვიქენობოდი“

Marca dle 10.1

  • Madri
  • 11 ნოემბერი 2014
  • 2682
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)