შუსტერი : "კროოსი სრულყოფილების განსახიერება გახლავთ"

ბერნდ შუსტერი "მარკას" ჟურნალისტს, სატელეფონო ინტერვიუს ჩაწერაზე დათანახმდა...


გამარჯობა ბერნდ, მე გირეკავთ იმიტომ, რომ გესაუბრეთ ტონი კროოსზე. უყურეთ მატჩს "რაიო ვალეკანოს წინააღმდეგ?

დიახ. დერბის თვალი ვადევნე და ტონის თამაში ძალიან მომეწონა. ის სრულყოფილების განსახირებაა. კროოსი კარგად თამაშობს როგორც ნახევარდაცვაში, ასევე დაცვაშ, თუმცა თავდამსხმელებსაც ხშირად ეხმარება გამჭოლი და უზუსტესი გადაცემებით. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი ჰყავს, რომელსაც ჯერ კიდევ არ წარმოუჩენია საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი. "ვალეკანოსთან" გატანილი გოლი საოცრება იყო, ტონიმ გამოზომილი დარტყმის განხორციელება გადაწყვიტა და ბურთი ზუსტად იმ წერტილში გაუშვა, სადაც ფაქტობრივად ვერავინ მიაწვდენდა ხელს.

თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ტონის. როდესაც მადრიდში გადავიდა, წარმოიდგენდით, რომ ასე სწრაფად გაივლიდა ადაპტაციას? თანაც მას განსხვავებული ამპლუა მოარგეს...

გეთანხმებით. ნამდვილად რთულია "ბლანკოსში" ფეხის მარტივად მოკიდება, მაგრამ ის ნამდვილი პროფესიონალი გახლავთ. კროოსს მოედნის შესანიშნავი ხედვა აქვს, ასევე ძალიან პროდუქტიულია ბურთის კონტროლის დროს. მას შეუძლია უცებ გაამწვავოს სიტუაცია, თუმცა ამასთანავე მარტივად დააგდოს თამაშის ტემპი. როგორც უკვე აღვნიშნე, ის სრულყოფილი მოთამაშე გახლავთ. კარლო ანჩელოტი უმაღლესი კლასის სპეციალისტია, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით, ის გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნება თუ ცოტა წინ ითამაშებს.

შეგიძლიათ რაიმე პარალელი გაავლოთ თქვენსა და კროოსს შორის?

ორივე ქერები ვართ და ნახევარდაცვაში გვიყვარს თამაში. მე სწორედ იმ პოზიციას მაბარებდნენ, სადაც კროოსი გახლავთ განლაგებული, თუმცა ჩემ დროს ფეხბურთში გაცილებით სხვა ფილოსოფიები იყო მოწინავე პოზიციაზე, ახლა ყველაფერი შეცვლილია. dle 10.1

  • Hala
  • 10 ნოემბერი 2014
  • 2314
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)