კრიშტიანო რონალდუმ "მარკას" ჯილდოც მიიღო

კრიშტიანო რონალდუსთვის გასული სეზონი ბრწყინვალე გამოდგა. იმასთან ერთად, რომ ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგა და სამეფო თასი მოიგო, არც ინდივიდუალური ჯილდოები დაუკლია...


რონალდუ გახდა ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი. მან ასევე მოიგო პიჩიჩი და ალფრედო დი სტეფანოს ჯილდო.

"ძალიან ბედნიერი ვარ. ერთბაშად ამდენი ჯილდო მივიღე. იოლი ნამდვილად არ არის ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელობა და ამ ტურნირზე ყველაზე მეტი ბურთის შეგდება. დიდი შრომა დამჭირდა იმისათვის, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავი. ეს ჩემთვის ორმაგი მოტივაცია გახლავთ. მერწმუნეთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მომდევნო სეზონში ამ დროს კვლავაც ბევრი ჯილდო მქონდეს მიღებული."

"გუნდი ერთიანი ორგანიზმი გახლავთ, რომელიც ძალიან დიდ სამუშაოს ატარებს და ბევრს მუშაობს. თითოეული ფეხბურთელი მოტივირებულია და წარმატებისთვის იბრძვის."

"გამარჯვება მომაბეზრებელი არასდროს არის. ადამიანმა ყოველთვის წარმატებაზე უნდა იფიქრო და არასდროს დაკმაყოფილდე."

"შესაძლოა ეს ჩემი კარიერის პიკი იყოს, მაგრამ მე ყოველთვის ვიბრძვი იმისათვის, რომ კონკრეტული სეზონი წინაზე ბევრად ნაყოფიერი გამოდგეს. მოვა დრო, როდესაც მოწოდების სიმაღლეზე ვეღარ ვიდგები, თუმცა იმედი მაქვს იქამდე ჯერ შორია. კიდევ ბევრ რამეს ვითვისებმ და ვფიქრობ, დახვეწა შემიძლია. გუნდთან ერთად მეც ვუმჯობესდები და უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძვი." dle 10.1

  • Hala
  • 10 ნოემბერი 2014
  • 2897
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)