„რეალი“ 145 გოლს უმიზნებს

როგორც ჩანს, მიმდინარე ფორმაციის „რეალი“ სასწაულების მოხდენას აპირებს პრიმერა დივიზიონში.


წარუმატებლად დაწყებული ჩემპიონატი უკვე წარსულს ჩაბარდა და მადრიდული მანქანის ცილინდრებიც სრული დატვირთვით მუშაობს.ლა ლიგის მეთერთმეტი ტურის თავზე, ანჩელოტის შეგირდებს 42 გოლი აქვთ გატანილი (საშუალოდ თითქმის 4 ბურთი თითოეულ მატჩში) და თუ ამავე ტემპში გააგრძელეს ბურთაობა, სეზონის ფინიშზე, შედეგიანი დარტყმების რაოდენობა 145-ს მიაღწევს, რაც აბსოლუტური რეკორდი იქნება ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში.

რა თქმა უნდა, გუნდის გოლაობის მთავარი გარანტი კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც 18 გოლით იწონებს თავს.თუ „ელ ფერარის“ ჯანმრთელობას არ უღალატებს და ასეთივე წარმატებით დაამწუხრებს მეკარეებს, მას 62 გოლი დაუგროვდება და 12-ით გააუმჯობესებს მესის მიღწევას.

საინტერესოა, რომ შედეგიანობის მოქმედი რეკორდიც „თეთრებს“ ეკუთვნით.2011/12 წ.წ. სეზონში, მოურინიოს „რეალმა“ 121 გოლს მოუყარა თავი.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)