ბუტრაგენიო : "გუნდი გოლების მანქანად გადაიქცა"

მადრიდის "რეალის" ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ "ვალეკანოსთან" მატჩი შეაფასა და კმაყოფილება არ დამალა...


"სიმართლე ის არის, რომ გუნდი სწორ გზას ადგას და მუდმივ პროგრესს აჩვენებს. 5 ბურთის გატანა მოვახერხეთ თანაქალაქელთა კარში, თუმცა გაცილებით მეტი შეგვეძლო."

"კარგია, რომ კარლომ შანსი კეილორ ნავასს მისცა. კოსტა-რიკელი ნამდვილად იმსახურებდა სათამაშო დროს. ახალწვეულმა კვლავაც დამაჯერებელი თამაშით დაგვამახსოვრა თავი."

"ბეილი უზარმაზარი რესურსის მქონე ფეხბურთელია. უელსელის "არსენალს" საზღვარი არ აქვს. ის ძალიან სწრაფია, ასევე ფლობს შესანიშნავ დარტყმას და ტექნიკას. გარეთმა გოლი გაიტანა და არაერთხელ გაამწვავა სიტუაცია."

"ისკო ალარკონზე საუბარი ძალიან აქტუალური გახდა, რადგან ესპანელმა არნახული პროგრესი განიცადა და ზედიზედ რამდენიმე პაექრობაში გუნდის ლიდერად მოგვევლინა. ის ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობს. გულშემატკივართა უმრავლესობა ფრანცისკოს ქომაგობს."

"კარლო ანჩელოტის სახით უდიდესი მწვრთნელი გვყავს, რომელიც უკვე ორი ათწლეულია უმაღლეს დონეზე ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. იტალიელმა სპეციალისტმა არაერთ ქვეყანაში იმუშავა და უამრავი ტიტული მოიგო. "მილანთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე დუბლი შეასრულა. იმედი მაქვს მსგავს წარმატებას "ბლანკოსშიც" გაიმეორებს. გუნდის თავკაცი განსაკუთრებული სიმშვიდით და კონცენტრაციის უნარით გამოირჩევა."

"ხესეს და კოენტრაუს ძალიან ვუფრთხილდებით. გვსურს, რომ ფეხბურთელები სრულფასოვნად ჩადგნენ ფორმაში და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცეთ მოედანზე გასვლის შანსი. ორივე მოთამაშე დიდ ძალას წარმოადგენს. სეზონი ძალიან გრძელია და ბუნებრივია, მათი დახმარება გარდაუვალი იქნება, აქედან გამომდინარე სამედიცინო შტაბის მითითებებს ბოლომდე შევასრულებთ." dle 10.1

  • Hala
  • 9 ნოემბერი 2014
  • 2983
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)