ნაჩო : "პროგრესი თვალნათლივია"

ნაჩო ფერნანდესმა "ვალეკანოსთან" მატჩი შეაფასა...


"ვხედავთ, რომ გუნდი წინ მიდის და გამარჯვებების სერიას აგრძელებს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ქულების მოპოვება და ლა ლიგაში პირველი ადგილის შენარჩუნება."

"მატჩის დროს ტერფზე პრობლემა მქონდა და რამდენჯერმე განვიცადე დისკომფორტი, თუმცა საგანგაშო არაფერია."

"შესანიშნავი დინამიკა გვაქვს. ყველა ტურნირზე დამაჯერებელ პაექრობებს ვატარებთ და შედეგს მთელი ესპანეთი ხედავს."

"კრიშტიანო რონალდუ სამაგალითო მოთამაშეა, არამხოლოდ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებისთვის, არამედ ამ სპორტის სახეობის ყველა წარმომადგენლისთვის. ის არის სარკე, რომელშიც უნდა ჩაიხედო და შენს თავს მოუწოდო თავდაუზოგავი შრომისკენ."

"კროოსმა ლამაზ სტილში შეაგდო. გერმანელ ფეხბურთელს მიუნხენში უფრო ხშირად გაჰქონდა, თუმცა ესპანეთშიც დაიწყებს. ნახევარმცველს ბრწყინვალე დარტყმა აქვს."

"ყველაზე კარგად მწვრთნელმა იცის კონკრეტული მატჩისთვის ვინ არის მზად. ყოველთვის ველოდები შანსს და როდესაც მოედანზე გასვლის შანსი მეძლევა, მაქსიმალურად ვიხარჯები. ანჩელოტი რამდენიმე პოზიციაზე სათამაშოდ განმიხილავს."

"მედრანი ჩვენი მარგალიტია, ახალგაზრდა "კანტერანო" ძალიან ბევრს მიაღწევს. მას გოლის გატანის შანსი მიეცა, თუმცა მეტოქის კიპერმა ეფექტური "სეივი" განახორციელა და ახალგაზრდა მოთამაშეს თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა."

"რონალდუ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყოველთვის დიდ მხარდაჭერას უცხადებს და მაქსიმალურად ცდილობს შესაძლებლობების წარმოჩენაში დაეხმაროს." dle 10.1

  • Hala
  • 9 ნოემბერი 2014
  • 1544
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)