პაკო ხემესი : "მოგების შანსი ნებისმიერ მატჩში არსებობს"

"რაიოს" მთავარმა მწვრთნელმა, პაკო ხემესმა მადრიდის "რეალთან" დაპირისპირების წინ პრეს-კონფერენცია გამართა...


"ყველა კარგად აცნობიერებს, რომ მადრიდის "რეალთან" შეხვედრა იოლი არ იქნება, რადგან ეს კლუბი პირველ ადგილზე იმყოფება და შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს, თუმცა გამარჯვების შანსი ყოველთვის არსებობს. მთავარი ბრძოლა და საკუთარი ძალების სრული მობილიზაცია გახლავთ."

"თუ გვსურს ანჩელოტის კოლექტივის დამარცხება, უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ამ სეზონში ჯერ არ გვითამაშია."

"ალბათ არ ვიქნები მიკერძოებული თუ ვიტყვი, რომ "ბლანკოსი" დღევანდელ დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, მათი მიღწევები ამაზე მეტყველებს. კარლო ანჩელოტის კოლექტივი დიდ პროგრესს განიცდის და სრულყოფილებისკენ მიდის."

"ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ "რეალის" თითოეული ფეხბურთელის განეიტრალებას, თუმცა არავის გამოვყობთ. შიში ნამდვილად არ გვაქვს. ჩემი ფეხბურთელებისთვის არ აქვს მნიშვნელობა ძირითად შემადგენლობაში ისკო მოგვევლინება და გარეთ ბეილი, ჩვენ ყველა მოთამაშესთან თანაბარი ძალებით ვითამაშებთ."

"იმ შემთხვევაში თუ "მერენგებს" ქულებს დავაკარგინებთ, ჩვენი პრესტიჟიც აიწევა და მეტ დაფასებას მივიღებთ."

"უნდა აღინიშნოს ანჩელოტის გუნდის დაცვის პროგრესი. უკანა ხაზი გაცილებით უფრო სოლიდურია, ვიდრე პირველ ტურებში იყო, აქედან გამომდინარე მათ კარში გოლის გატანა იოლი ნამდვილად არ იქნება."

"სანტიაგო ბერნაბეუს ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა "რეალი" სხვა შემთხვევაშიც ფავორიტი იქნებოდა." dle 10.1

  • Hala
  • 8 ნოემბერი 2014
  • 1585
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)