კასილიასი - 8 მატჩში 2 გოლი

იკერ კასილიასი კვლავ გადამწყვეტი ფიგურაა სამეფო კლუბისათვის."კლასიკოში" მესის დარტყმის შემდეგ განხორციელებულმა სეივმა, მისი ნდობის კოეფიციენტი საგრძნობლად აამაღლა."სანტიაგო ბერნაბეუც" სტევნის ნაცვლად, აპლოდიმენტებით ამკობს "კაპიტანს."


24 სექტემბერს, პრიმერა დივიზიონის შუა კვირის მატჩში ("ელჩესთან"), ანჩელოტიმ ნავასს მისცა სასტარტო შემადგენლობაში თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ მომდევნო ტურში "ვილიარეალთან," კვლავ იკერმა ჩაიბარა სადავეები: "კასილიასი იმიტომ თამაშობს, რომ ის საუკეთესოა" - დასძინა იტალიელმა დამრიგებელმა "ყვითელ წყალქვეშა ნავთან" ნამატჩევს.

მას შემდეგ 38 დღე გავიდა და იკერმაც ურთიერთობები დააწყო გულშემატკივრებთან.უკანაკნელ 8 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა, რაც საშუალოდ 0.25 ბურთს უდროს ერთ პაექრობაში."ლივერპულთან" თამაშის შემდეგ, ადგილობრივმა პუბლიკამ ტაშისკვრით გააცილა ფეხბურთელი.

აღსანიშნავია, რომ კასილიასისთვის სწორედ "ელ კლასიკო" გამოდგა გარდამტეხი.თამაში მადრიდელებისათვის არასახარბიელოდ დაიწყო, რამაც ზოგიერთი ქომაგის უკმაყოფილება გამოიწვია კაპიტნის მიმართ, თუმცა მესისა და მატიუს დარტყმების მოგერიების შემდეგ, ფანებმა კვლავ დაიწყეს კარის დარაჯის სახელის სკანდირება.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)