ბენზემა: „საუკეთესო წლები წინ მაქვს“

AS-მა სამეფო კლუბის „ცხრიანთან“ ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა.


- ჩ/ლიგის 4 მატჩში 5, ხოლო ბოლო 6 მატჩში 8 გოლი გაიტანეთ.როგორ ფიქრობთ, მიმდინარე პერიოდი საუკეთესოა თქვენს კარიერაში?
- სიმართლე გითხრათ, რთულია იმის თქმა, საუკეთესო პერიოდთან გვაქვს საქმე, თუ არა.ვგრძნობ, რომ ძალიან კარგად ვთამაშობ და მოედანზე ყველაფერი გამომდის.რა თქმა უნდა, ეს თავდაუზოგავი შრომის ნაყოფია.26 წლის ვარ და ვფიქრობ, რომ საუკეთესო წლები წინ მელოდება.

- ბოლომდე გახსნილი ხართ?
- ყოველთვის მესმოდა, რომ ფეხბურთელი 26 წლის შემდეგ იწყებს გაფურჩქვნას და იმედია, ჩემ შემთხვევაშიც ასე იქნება.

- ამ ფანტასტიკური სვლის შეჩერების ხომ არ გეშინიათ?
- ჩემთვის გოლები არ არის ყველაზე მთავარი.მინდა, რომ ყოველთვის აქტიურ ფორმაში ვიყო და გუნდს დავეხმარო წარმატებაში.

- თქვენ გაცილებით სწრაფი და ყოვლისშემძლე ხართ მოედანზე...
- ვარჯიშების დროს თავს არ ვზოგავ.„ვალდებებასს“ კოლექტიური მუშაობის დაწყებამდე ვსტუმრობ და ინდივიდუალურ სავარჯიშოებს ვაკეთებ, რაც ძალიან მეხმარება თამაშების დროს.

- გოლების გარდა, ასისტებსაც აკეთებთ.მოგწონთ ამ ფუნქციის შესრულება?
- ძალიან მომწონს ფეხბურთი, ეფექტური და ლამაზი თამაში.თანაგუნდელების საგოლე გადაცემებით მომარაგების სურვილიც მაქვს.თუ ვინმე ჩემზე უკეთეს პოზიციაზე იმყოფება, აუცილებლად გადავწვდი პასს.

- „ლივერპულის“ წინააღმდეგ მატჩში, მუდამ კრიშტიანუს ძიებაში იყავით მოედანზე.გინდოდა, რომ თანაგუნდელს რაულის რეკორდის დამხობაში დახმარებოდი?
- ამის შესახებ თამაშინ წინ არ გვისაუბრია, თუმცა მინდოდა, რომ რონალდუსაც გაეტანა.რამდენჯერმე გადაცემას გავუკეთე, თუმცა პორტუგალიელს არ გაუმართლა, რაშიც არაფერია საგანგაშო.

- ანჩელოტი ყოველთვის მხარს გიჭერთ...
- დიახ, კარლიტოს მადრიდში გადმოსვლის დღიდან, მისი ნდობით ვსარგებლობ.ანალოგიურის თქმა შემიძლია ფლორენტინო პერესზეც.

- რას გამოყოფდით მიმდინარე ფორმაციის „რეალისგან?“
- გუნდს დიდებული მომენტი უდგას და ვცდილობთ, მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ ამისგან.გამოვყოფდი ერთიანობას, რომელიც შემადგენლობაში სუფევს.ჩვენთვის თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია.

- რა განსხვავებაა ახლანდელ და წინანდელ „რეალს“ შორის?
- გაცილებით უკეთესაფ ვიცნობთ ერთმანეთს.დიდი პოტენციალის შემადგენლობა გვყავს და თამაშების მოგების სურვილიც არ გვაკლია.განურჩევლად შეხვედრის მნიშვნელობისა, ყოველთვის მოტივირებულნი გამოვდივართ მოედანზე.

AS
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)