პერესი : "რონალდუ "რეალის" მთავარი ღირებულებების დამცველია"

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, კრიშტიანო რონალდუს ოქროს ბუცის მოგება მიულოცა და ყოველივე საუკეთესო უსურვა. დონ ფლორენტინომ პორტუგალიელი ფეხბურთელისადმი საქებარი სიტყვები და არ დაიშურა...


"კრიშტიანო რონალდუმ კიდევ ერთხელ აჩვენა მთელ მსოფლიოს თუ რისი გაკეთება შეუძლია. მისი ბრძოლისუნარიანობა და შრომისმოყვარეობა, იდეალურ შერწყმაში მოდის დიდებულ ნიჭთან, რომლითაც ეს ადამიანი დაჯილდოვებული გახლავთ."

"რონალდუსთვის არ არსებობს ჩარჩოები, ლიმიტები და ასე შემდეგ. ის ყოველთვის მაქსიმუმისთვის იბრძვის და მიღწეულიც არ კმაყოფილდება. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ შემადგენლობაში გვყავს შვიდიანის დონის მოთამაშე."

"ჩვენი გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ძირითადად მადრიდის "რეალის" ღირებულებების დაცვაზეა ორიენტირებული. კრიშტიანო რონალდუს უყვარს სამეფო კლუბი, რომელსაც დიადი ტრადიციები აქვს, ის არის სამაგალითო ფეხბურთელი თითოეული ახალგაზრდისთვის, რომელსაც ფეხბურთი უყვარს, ჩვენი კანტერანოებისთვის, რომლებიც მადრიდის "რეალში" დიდებულ მომავალზე ოცნებობენ. რონალდუ საფეხბურთო ეტალონია, რომელსაც მთელი მადრიდი და არამხოლოდ ეს ქალაქი სცემს პატივს, მან მსოფლიო დაიპყრო და უამრავი გულშემატკივარი შეიძინა."

"არ შეიძლება არ გავიხსენოთ ალფრედო დი სტეფანო, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ დაგვაკლდა არამხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ მადრიდის "რეალსა" და საფეხბურთო სამყაროს, მაგრამ ჩვენს წინ იმყოფება ფეხბურთელი, რომელმაც ღირსეულად ჩაიბარა დონ ალფრედოს მემკვიდრეობა და "ბლანკოსის" სადარაჯოზე დგას."

"თამამად ვაცხადებ, კრიშტიანო რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა."

"სამეფო კლუბს პორტუგალიელ ფეხბურთელთან ერთად დიდი გეგმები აქვს. საბედნიეროდ მოხდა ისე, რომ რამდენიმე წლის წინ ჩვენი გზები გადაიკვეთა, ახლა კი ერთად მივაღწევთ არაერთ წარმატებას." dle 10.1

  • Hala
  • 5 ნოემბერი 2014
  • 2262
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)