რონალდუ : "ოქროს ბუცი "რეალმა" მომაგებინა"

ოქროს ბუცის მიღების შემდეგ სამეფო კლუბის მთავარმა მამოძრავებელმა ძალამ, კრიშტიანო რონალდუმ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა...


"ეს ჯილდო მთელ გუნდს ეკუთვნის, რადგან სწორედ მადრიდის "რეალის" კოლექტივის დამსახურებაა ჩემი მხირდან ამდენი გოლის გატანა. შარშანდელი სეზონი ბრწყინვალე იყო. მოვიგეთ სამეფო თასი და ჩემპიონთა ლიგა. ასევე ახლოს ვიყავით ესპანეთის პრიმერასთან, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო პირველი ადგილი ვერ მოვიპოვეთ."

"მოხარული ვარ და ყველას სახელით მადლობას გეუბნებით. აქ მთელი გუნდი ფიზიკურად ვერ მოვიდოდა, თუმცა მე შემიძლია ამ შემთხვევაში წარმომადგენლობითი ფუნქცია შევითავსო."

"დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ იმას, რომ მომდევნო წელსაც მოვახერხებ ოქროს ბუცის მიღებას.საამისოდ "ბლანკოსში" ყველა პირობაა შექმნილი. მუშაობას აქტიურად განვაგრძობ და ვცდილობ, გატანილი გოლებით დავეხმარო გუნდს."

"ეს ჯილდო ჩემთვის მნიშვნელოვანია და ყველაფერს გავაკეთებ შესანარჩუნებლად."

"როდესაც ალფრედო დი სტეფანოს მადარებენ, უხერხულ სიტუაციაში ვვარდები, რადგან ეს ფეხბურთელი იყო მსოფლიო სპორტის მოვლენა, რომელმაც საკუთარი ეპოქა შექმნა და ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა, ის ნამდვილი ლეგენდა გახლდათ, რომელიც ყველასთვის მისაბაძი იყო."

"მადრიდის "რეალში" დიდი ცვლილებები და რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ჩვენ რამდენიმე ფეხბურთელი გავუშვით და დავიმატეთ, რამაც გარკვეული გადანაცვლებები მოითხოვა. კარლო ანჩელოტი ამ საქმის ოსტატი გახლავთ. გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია. ამ ბოლო ხანს ბევრად გავაუმჯობესეთ ბურთის კონტროლი, ასევე არ დაგვიწყებია მომაკვდინებელი კონტრ-შეტევა. გამოდის, რომ კოლექტივი ყველა ასპექტში მოწოდების სიმაღლეზე დგას, რაც საბოლოო ჯამში შესანიშნავ შედეგს გვაძლევს."

"ყველა იმაზე საუბრობს, რომ "ბლანკოსი" ფორმის პიკშია და ასე შემდეგ. თამამად შემიძლია განვაცხდო, ჩვენ კიდევ უფრო შეგვიძლია მომატება, რადგან რესურსი არსებობს. თითოეული ფეხბურთელი საკუთარი საქმის კეთების ბედნიერია. კოლექტივში სრული ჰარმონია სუფევს. სეზონის შეფასება ამ ეტაპზე მართებული არ იქნება. ახლა როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე პირველ ადგილს ვიკავებთ, თუმცა ყველაფერი გაზაფხულზე გადაწყდება, როდესაც დასკვნით მატჩებს გავმართავთ."

"მადრიდულ გიგანტში ძალიან ბედნიერი ვარ. კონტრაქტში კიდევ რამდენიმე წელიწადი მაქვს დარჩენილი, აქედან გამომდინარე განახლებაზე საუბარი ჯერ-ჯერობით არერეალურია. 33 წლამდე შემიძლია თეთრი ფორმა მეცვას, შემდეგ კი ყველაფერი ხელმძღვანელობაზე იქნება დამოკიდებული. თუკი ისინი თანამშრომლობის გაგრძელებას შემომთავაზებენ, აუცილებლად განვიხილავ ამ წინადადებას, თუმცა იქამდე ჯერ შორია. 33 წლამდე "მერენგებთან" ერთად არაერთი ტიტულის მოგებას ვგეგმავ."

"ოქროს ბურთი? შესანიშნავი ჯილდოა, თუმცა არ გამიკვირდება თუ სხვას გადასცემენ, რადგან ფეხბურთში ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტი გამოიყოფა. ჩემთვის მთავარი ინდივიდუალურ უმაღლესი თამაში და გუნდური სულისკვეთების გაზიარება გახლავთ, სწორედ ამაშია წარმატების საიდუმლო. მივიღებ თუ არა ოქროს ბურთს მეორეხარისხოვანია."

"ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყო და ყველა თამაში უმაღლეს დონეზე ჩავატარო, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვსურს. არის პაექრობების რიგი, სადაც თავის გამოჩენას ვერ ვახერხებ და ეს სრულიად ნორმალურია, თუმცა საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევ და ბოლომდე ვიხარჯები მოწოდების სიმაღლეზე დგომისთვის."

"ჩემთვის დიდი პატივია, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ რომ განმიხილავენ, თუმცა პატივი უნდა ვცეთ ლეგენდებს, რომლებაც ეროვნული ნაკრების წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთეს. ამაზე საუბარი მაშინ შემეძლება, როდესაც კარიერას დავასრულებ და საკუთარ ნადავლს გადავხედავ. სწორედ მაშინ განვსაზღვრავ თუ რა წვლილი მექნება შეტანილი ჩემი ქვეყნის ფეხბურთის განვითარებაში."

"მიღწევები არასდროს დამაკმაყოფილებს. ზოგადად, ფეხბურთელი არასდროს უნდა იყოს საკუთარი შედეგით კმაყოფილი, რადგან ეს პროგრესს შეაჩერებს. ფეხბურთი, სპორტის სახეობათაგან იმით გამოირჩევა, რომ ყველაზე მეტი შრომის ჩადებაა საჭირო, სხვაგვარად წარმატებას ვერ მიაღწევ. ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებ სასურველ კონდიციაში ჩასადგომად." dle 10.1

  • Hala
  • 5 ნოემბერი 2014
  • 2420
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)