ხამესი: "გამარჯვება აუცილებელი იყო"

"ლივერპულთან" მატჩის დასრულების შემდეგ, ხამეს როდრიგესმა კომენტარი გააკეთა.


"გამარჯვება აუცილებელი იყო ჩვენთვის. მართალია მინიმალური ანგარიშით მოვახერხეთ მეტოქის დამარცხება, თუმცა უმთავრესი ამოცანა გადავჭერით, მორიგი სამი ქულა მოვიპოვეთ და ვფიქრობ, ანგარიშს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს."

"ბოლო შვიდი-რვა მატჩი უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ. გუშინდელი შეხვერაც საკმაოდ სანახაობრივი იყო. ფეხბურთელები მოლომდე გაისარჯნენ. თავდადებას ნუ დავუკარგავთ "ლივერპულის" მოთამაშეებსაც, ისინი ძალიან დიდ წინააღმდეგობას გვიწევდნენ, თუმცა საბოლოოდ მაინც ჩვენ გავიმარჯვეთ."

"მწვრთნელმა შესანიშნავად იცის, თუ როგორ მოარგოს თითოეული მოთამაშე ტაქტიკას. მაგალითად ბეილი, იგი უმაღლესი დონის ოსტატია და დაკისრებულ ვალდებულებას ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდება. როდესაც იგი მინდორზე, ყოველთვის ცდილობს თავის გამოჩენას და ხშირ შემთხვევაში ასეც ხდება. რაც შეეხება კრიშტიანო რონალდოს, მისი შედეგი მართლაც გასაოცარია. დარწმუნებული ვარ რონი მალე გადაასწრებს რაულ გონსალეს ბლანკოს."

"მადრიდის "რეალში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩემთვის უმთავრესი გუნდის დახმარებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ამპლუით მე გამთამაშებელი ვარ, თუმცა მზად ვარ მოვისმინო კარლო ანჩელოტის დარიგებები და სადაც იგი მიმითითებს იქ ვითამაშებ. თუ საჭირო გახდება მზად ვარ დაცვაშიც დავდგე."

"გრამადასთან გატანილი გოლი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში. ასევე ჩინებული გოლი გამომივიდა მუნდიალზე, როდესაც ურუგვაის გავუტანე. შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი გოლი ჩემს ტოპ სამეულშია."

Insidespanishfootball.com dle 10.1

  • Junior
  • 5 ნოემბერი 2014
  • 2108
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)